მთავარი » 2012 ოქტომბერი 16 » 2013 წლის გინესის რეკორდები
15:17 2013 წლის გინესის რეკორდები |
13 სექტემბერს გამოქვეყნდა წიგნების სამყაროში ერთ-ერთი მთავარი ბესტსელერის – გინესის რეკორდების – 57-ე გამოცემა. გთავაზობთ ახალი ჩემპიონების ყველაზე უჩვეულო (და ზოგჯერ სულელურ) რეკორდებს. ![]() მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიცეფსები ეკუთვნის ეგვიპტელ მუსტაფა ისმაილს. მარცხენა ხელის ბიცეფსის გარშემოწერილობა დაჭიმულ მდგომარეობაში 64.77 სმ-ს შეადგენს, ნორმალურ რეჟიმში კი – 62.23 სმ-ს. მარჯვენა ხელზე ანალოგიური მაჩვენებლებია 63.5 სმ და 60.96 სმ. მონაცემების დაფიქსირება მოხდა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ფრანკლინში, სადაც მუსტაფა ამჟამად ცხოვრობს.
![]() ყველაზე მძიმე სპორტსმენი ქალია სუმოისტი შარან ალექსანდერი ლონდონიდან. მისი წონა 203.21 კგ-ს შეადგენს.
![]() პლანეტის ყველაზე ხნიერი ტანმოვარჯიშეა ჯოანა კაასი. ის 1925 წლის 20 ნოემბერს დაიბადა გერმანიაში. 86 წლის ასაკში ჯოანა ჯერ კიდევ მონაწილეობს მოყვარულ ტანმოვარჯიშეთა ჩემპიონატებში, რომლებიც საქსონიაში ტარდება.
![]() ყველაზე მაღალი იროკეზი აქვს იაპონელ კაცუჰირო ვატანაბეს. მისი ვარცხნილობის სიგრძეა 113.5 სმ.
![]() ყველაზე მაღალი ძაღლია გერმანული მასტიფი, სახელად ზევსი. თათებიდან მხრებამდე მისი სიმაღლე 112 სმ-ია. ცხოვრობს მიჩიგანის შტატის ქალაქ ოტსეგოში.
![]() მსოფლიოში ყველაზე დიდი ცხენია 9 წლის ბელგიური დიდი ჯეიკი, მისი სიმაღლე 210.2 სმ-ს აღწევს. ცხოვრობს ვისკონსის შტატის ქალაქ პოინეტში, ერთ-ერთ ფერმაში.
![]() ყველაზე პატარა ხარია 16 თვის არჩი ჩრდილოეთ ირლანდიიდან. მხრებამდე მისი სიმაღლე 76.2 სმ-ია.
![]() ეს კი ყველაზე მაღალი ვირია, სახელად ოკლაჰომა სემი. 4 წლის ასაკში მისი სიმაღლეა 155.45 სმ.
![]() მსოფლიოში ყველაზე მძიმე ველოსიპედი 750 კგ-ს იწონის. მისი შემქმნელია ჰოლანდიელი ვოტერ ვან დენ ბოში.
![]() ბარბის თოჯინების ყველაზე დიდი კოლექცია აქვს გერმანელ ბეტინა დორფმანს, რომელმაც კომპანია „მიტელის” 15 000 პროდუქცია შეიძინა. მან ეს საქმიანობა 1993 წელს დაიწყო.
![]() «Hello Kitty»-სთან დაკავშირებული ნივთების ყველაზე დიდ კოლექციას ფლობს იაპონელი ასაკო კანდა. მან მთელი სახლი გაავსო 4519 ნივთით, რომლებშიც თოჯინების გარდა შედის ტაფები, ვენტილიატორები და უნიტაზის დასადგამიც კი.
![]() ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი დრამერია ამერიკელი ჯულიან პავონი. ის ამჟამად 8 წლისაა, ამ საქმეში კი 5 წლიდანაა ჩართული.
![]() დასარტყამი ინსტრუმენტების ყველაზე დიდი მოწყობილობა 340 ელემენტს შეიცავს. მისი მფლობელია მარკ ტემპერატო ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ლეიკვილიდან. ის უკრავს ჯგუფში «Jesus the Soul Solution» და თავისი აღჭურვილობა სპეციალურად მოწყობილი ფურგონით გადააქვს.
![]() მაქსიმალური რაოდენობა ბურთებისა, რომლითაც ჟონგლიორობა მომხდარა, არის 11. რეკორდი მოხსნა ბრიტანელმა ალექს ბარონმა, 11 ბურთის კონტროლი მან ზედიზედ 25-ჯერ შეძლო.
![]() ყველაზე დიდი მოცულობის სატვირთოა Westech T282C – 470.4 კუბური მეტრის მაჩვენებლით. მას ქვანახშირის მაღაროებში იყენებენ ტვირთის გადასატანად. მისი მწარმოებელია ამერიკული კომპანია „WESTECH”.
|
|
სულ კომენტარები: 0 | |
...
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0