მთავარი » სტატიები » Мои статьи

კონიაკი
ყურძნის ტრადიციული ფრანგული ჯიშები, რომლებიც გამოიყენებიან კონიაკის წარმოებაში და დასუსტებული ამერიკული ჯიშები (ფოლ ბლანშ, კოლომბრი, მონტინი) თანდათან იცვლებიან ამინდისა და ავადმყოფობის ცვლილებების მიმართ. ახლანდელ დროს ზუსტად უნი ბლანი ამართლებს კონიაკის 90% წარმოებას. 1909 წლის 1 მაისს იწარმოება გეოგრაფიული მონიშვნა კონიაკის წარმოების ზონის და 1936 წლიდან კონიაკი კანონით დადასტურებულია და დაცული, როგორც Appelation d’Origine Controlee ( წარმოშობის გაკონტროლებული სათაურით).

მეორე მსოფლიო ომის დროს შარანტეში იქმნება სპეციალური ბიურო კონტროლის წარმოებისა, ღვინის გაყიდვისა და კონიაკის სპირტის მარაგის შენარჩუნების მიზნით, რომელიც საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ გადაირქვა "ნაციონალური პროფესიონალთაშორისო კონიაკების ბიუროდ”. ზემოთ ნახსენები "ყურძნის ტექნოლოგიური სადგური” შევიდა ბიუროს შემადგენლობაში 1948 წელს და ამით დაასრულა ერთ-ერთმა უზლიერესმა პროფესიულმა დაწესებულებამ ფორმირება საფრანგეთში.

წარმოების ტექნოლოგია

ძირითადი ჯიში თეთრი ყურძნისა რომლისგანაც იწარმოება კონიაკი არის იუნი ბლანი - ნელა მომწიფე ჯიში მაღალი მჟავიანობით, მაღალი მოსავლიანობით და მდგრადობით ავადმყოფობის მიმართ (ნაცრისფერი ლპობა და ფილოქსერა). გარდა იუნი ბლანის მეურნეობაში მცირე რაოდენობით მოყავთ და იყენებენ კონიაკის წარმოებაში ჯიშებს ფოლ ბლანში, კოლუმბარი და მონტილი იძლევიან უფრო არომატულ და გემოვნებით უფრო მდიდარ სპირტს ვიდრე იუნი ბლანი, მაგრამ მოსავლის აღება ხდება ოქტომბერში, მოსავლის აღების შემდეგ იწყება ყურძნის წვენის დაწურვა. წვენის გაწურვის დროს ტრადიციულად გამოიყენება ჰორიზონტალური პნევმატური პრესები, რომლებიც არ ჭყლიტავენ კენკრის კურკას.  პრესის გამოყენება არქიმედის ვინტით აკრძალულია კანონით. დაწურული ყურძნის წვენს შემდგომ გზავნიან ფერმენტაციაზე, მაგალითად, შაქრის დამატება ( ან შაპტალიზაცია ) ფერმენტაციის დროს აკრძალულია კანონმდებლობით. ღოგორც მთელი წარმოების პროცესი გაწურვა და ფერმენტაცია კონტროლდება რადგან თამასობენ განსაზღვრულ როლს კონიაკის სპირტის შემაჯამებელ ხარისხში. ფერმენტაცია გრძელდება დაახლოებით სამ კვირას, ამის შემდეგ ღვინოებს მაღალი სიმჟავიანობით და რომელიც შეიცავს 9% ალკოჰოლს აგზავნიან დისტილაციაზე.

პირველი ეტაპი – ეს არის მიღება პირველი საბაზო დისტილანტის ე.წ. სპირიტ-ნედლეული, სიმაგრით დაახლოებით 27- 32 %. მცირე მეწარმეები უკეთებენ ღვინოს დისტილაციას "ლექზე” ანუ არ ფილტრავენ, ამგვარად იღებენ სპირტ-ნედლეულს მაქსიმალური რაოდენობით არომატული და გემოვნებით რაც შემდგომში გადაეცემა მომავალი კონიაკის ხასიათს.

მეორე ეტაპი – ეს გაგზავნა სპირტ- ნედლეულის მეორად დისტილაციაზე საბაზისო მაღალხარისხიანი  კონიაკის სპირტის მისაღებად. დისტილაციის მეორე ეტაპზე მთლიანად იხსნება გამოცდილება და ოსტატობა "დისტილაციის ოსტატის” რომელსაც ეკისრება საპასუხისმგებლობა კორექტული არჩევანის პირველი, მეორე და მესამე დისტილატის ფრაქციისა.  ზუსტად მეორე ფრაქცია, სიმაგრით 68-69% ალკოჰოლი მიდის შემდგომ დაყენებაზე მუხის კასრებში და იქცევა კონიაკად. კანონმდებლობის თანახმად  იმისათვის რომ, კონიაკი დაერქვას კონაიკის სპირიტს იგი უნდა იყოს დაყენებიული მუხის კასრებში არანაკლებ 2 წლისა. მაქსიმალური ასაკი კონიაკის დაყენებისა კანონით არ არის შეზღუდული, მაგრამ როგორც აჩვენებს პრაქტიკა, კონაიკის დაყენება კასრში 70 წელზე მეტ ხანს აღარ ახდენს ზეგავლენას მის ხასიათსა და ცვლილებებზე. მუხა როგორც მასალა კასრის დამზადებისათვის არჩეულია თავისი სიმკვრივის, სტრუქტურის მცირე მარცვლიანობის და მაღალი ექსტრაქტიული ხარისხის გამო. კასრები კონიაკისთვის მოცულობით 270- დან 450 –მდე ლიტრს დღემდე ამზადებენ ხელით მუხის ხის ტანისაგან, რომელიც იზრდება ტყეში ტრონსიო და ლიმუზინი, ასაკით არანაკლებ 80 წლისა.  ტრონსეის მუხა ხასიათდება მსხვილმარცვლიანი, რბილტანიანი სტრუქტურით, ხოლო ლიმუზინს კი – საშუალო მარცვლიანი, მაგარი და მაღალტანიანი სტრუქტურით. კასრით გაკეტების პროცესში მათ შიგნიდან წვავენ, რათა დარბილდეს ხის სტრუქტურა, ამით მაღლდება მისი ექსტრაქტიული თვისებები. არსებობს  კასრის დაწვის რამოდენიმე დონე, მეწარმის მოთხოვნილებისამებრ. საინტერესოა რომ დაწვის შემდეგ კასრის შიდა ზედაპირი დაფარულია დამწვარი შაქრის ფენით – ტემპერატურის ზეგავლენის გამო შეცვლილი გლუკოზით, რომელიც მდებარეობს ხის სრტუქტურაში. გავსების შემდეგ კასრები მომავალი კონიაკით თავსდება სარდაფში შემდგომი დაყენებისთვის ან " მომწიფებისთვის”.
დაყენების პირველ წლებში კონიაკის სპირტის თვისებები იცვლება, ხდება ექსტრაგირება გამოყოფილი ხის ნივთიერებების, ლიგნინის რედუცირებული შაქრების და მცირე ხარისხი- ამინომჟავის, ლიპიდების, მფრინავი მჟავეების და ზეთების  ფისის და აგრეთვე პერმენტებისა. კონიაკის სპირიტ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას და ივსება ხის – ვანილის არომატით. დროთა განმავლობაში კონიაკი მუქდება ფერში, რბილდება და მრგვალდება, არომატში და გემოში უჩნდება მრავალი ელფერი, რომელთა შორის ყვავილების ნოტებით ხილისა და სუნელების, ბუნებრივი სინოტივე სარდაფისა დიდ ზეგავლენას ახდენს მომავალ კონიაკზე. რაც უფრო დაბალი ტენიანობაა სარდაფში, მით უფრო სტრუქტურიანი კონიაკი დგება, რაც უფრო მეტია სარდაფის ტენიანობა, მით უფრო  წლების მანზილზე კონიაკი ხდება უფრო რბილი და მრგვალი. დაყენების პროცესში კონიაკის მნიშვნელოვანი ნაწილი ორთქლდება ხის ფორებში ( საფრანგეთში მას უწოდებენ Art des Anges - ანგელოზების წილი).
"ანგელოზების წილი” წარმოადგენს ექვივალენტს 20 მილიონ ბოთლზე მეტი წელიწადში, საინტერესოა რომ ეს "დანაკარგი” ხდება საკვებ ნიადაგად მიკროსკოპიული სოკოებისათვის. თორულა  ცომპნიაცენსის რასაც აფარებენ სარდაფის კედლებს და ეს აძლევს მას დამახასიათებელ შავ ფერს. თუ კონიაკი სარდაფის ოსტატის აზრით აღწევს პიკს თავის განვითარებაში, მას გადაასხავენ  კასრებიდან შუშის ბოთლებში, ე.წ. " დამ-ჯონებში”, ხუფავენ და ათავსებენ სარდაფის ყველაზე მოშორებულ ადგილში, სადაც შეიძლება შეინახოს ათეული წლები ცვლილებების გარეშე.
უმრავლეს შემთხვევაში კონიაკი მიიღება ასამბლაჟის გზით (შეერთება).კონიაკს მასობრივი წარმოების დროს ასამბლაჟი ეხმარება შეინარჩუნოს ყურძნის მოსავლის ხარისხის ორგანოლეპტიკური თვისებები. აგრეთვე არსებობენ კონიაკები სადაც მითითებულია კონკრეტული დაყენების ასაკი და მოსავლის აღების წელი. კონიაკის წარმოება სადაც მითითებულია მოსავლის აღების წელი არსებობს  განსაკუთრებული კონტროლის ნაციონალური პროფესიონალთა შორის კონიაკის ბიუროს ქვეშ.

კონიაკის კლასიფიკაცია

მტკიცე სტანდარტები რომლებიც შეიცავენ კონტროლის სისტემას კონიაკის ასაკისა, დადგენილია ნაციონალური პროფესიონალთაშორისო კონიაკების ბიუროთი. მომხმარებლებს შეუძლიათ კონიაკის ასაკის გაგება სპეციალური ნიშნებით ბოთლის ეტიკეტებზე. ყველა  მითითებულ კლასიფიკაციაში ვადები აღნიშნავენ რომ, ყოველ სპირტს რომელსაც შეიცავს მინიშნებული კონიაკი, აქვს დაყენების ვადა,  არანაკლებ მითითებულისა. დაყენების ვადა ითვლება პირველი აპრილის ღამის პირველი საათიდან.  " თვლა " ან კონტროლი კონიაკის ასაკისა ითვლება " 00” და თავდება " 6 –ზე”, პირველი სამი თვლა არ ითვალისწინება ასაკის კატეგორიის ცხრილი რადგან ითვლება შუამავალ რგოლად წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში. კანონმდებლობის თანახმად, მინიმალური ასაკი კონიაკისა, რომელსაც აქვს უფლება გაიყიდოს, შეადგენს ორ წელს დაყენებას მუხის კასრში ან "ანგარიშზე 2”.
•     "ანგარიში 00: " წარმოადგენს დისტილაციის ანგარიშს ( 31 მარტის ჩათვლით).
•    ანგარიში 0: ითვლება პირველი აპრილიდან დისტილაციის შეწყვეტის შემდეგ,
•    ანგარიში 1 : პირველი წელი კონიაკის დაყენების მუხის კასრში, ანგარიში 2: V.S. (Very Special), Selection, de Luxe, Trois Etoiles – არანაკლებ ორი წელი,
•    ანგარიში 3 : Superior – არანაკლებ 3 წელი,
•    ანგარიში 4: V.S.O.P. (Very Superior Old Pale), V.O.( Very Old), Vieux, RESERVE -  არანაკლებ 4 წელი,
•    ანგარიში 5: V.V.S.O.P (Very Very Superior Old Pale), Grande Reserve - არანაკლებ - 5 წელი,
•    ანგარიში 6: X.O. (Extra Old), Extra, Napoleon, Royal, Tres Vieux, Vielle Reserve - :არანაკლებ 6 წელი.
ამ სიაში წარდგენილია  ყველაზე უფრო გავრცელებული კატეგორიების მნიშვნელობები, თუმცა კანონმდებლობის გადაწყვეტილებაში საფრანგეთის ხელისუფლების " ნაციონალურ საერთაშორისო კონიაკის ბიუროში” 1983 წლის 23 აგვისტოს. კონიაკის კლასიფიკაცია, რომლის ვადა შეადგენს  6.5 წელს აკრძალულია ბიუროს მიერ, რომელიც თვლის რომ შეუძლია გააკონტროლონ კუპაჯირების პროცესი ვადით არაუმეტეს 6.5 წლისა. უნდა აღინიშნოს რომ, სათაური "Extra”, "Napoleon", "Grand Reserve” აღნიშნავს არა კონიაკის სათაურს არამედ მარკას კლასიფიკაციაში.

რეგლამენტაცია

როგორც სხვა ნაციონალურ პროდუქტს საფრანგეთის კანონმდებლობა განსაზღვრავს რეგლამენტირებას და იცავს კონიაკს. მათ რიცხვში თვით ტექნოლოგიური პროცესის შემდეგი კანონმდებელი აქტებით:
•    1909 წლის 1 მაისის დეკრეტი მკაფიოდ განსაზღვრავს რეგლამენტებს, აფიქსირებს კონიაკის წარმოების ტერიტორიულ საზღვრებს. რთავს უკვე მყოფი რეგიონალური "აპელასიონ კონიაკი”, "ო დე ვი დე კონიაკი” და "ო დე ვი დე შარანტ”, როგორც" Appellation d’ Origine Controlee”. აპელასიონი მოიცავს შარანტას დეპარტამენტის დიდ ნაწილს, შარანტას ზღვისპირა ტერიტორიას და და რამდენიმე დასახლებულ პუნქტს: დორდონსა და დესევრს. საერთო ფართი აპელასიონის დადასტურებული დეკრეტში შეადგენს მილიონზე მეტ ჰექტარს.
•    1921 წლის 19 აგვისტოს დეკრეტი მკაპიოდ განსაზღვრავს რეგლამენტებს და ამტკიცებს: აკრძალვა დანამატის შეტანაზე კონიაკის წარმოების დროს, გარდა: ალკოჰოლის შემადგენლობის დაქვეითების ან დემინერალიზებული წყლის მეშვეობით; დამატება შაქრის, კარამელის, მუხის ნახერხზე გაკეთებული ნაყენის (რეგლამენტირებული % ).
•    1936 წლის 15 მაისის დეკრეტი მკაპიოდ განსაზღვრავს რეგლამენტებს და აფიქსირებს:
1.    რეგიონალური აპელასიონები "კონიაკი”
2.    ოდევიდე კონიაკი და ოდევიდეს შარანტა
3.    კატეგორია "Fine Champagne”   როგორც  "Appelation d’Origine Controlee”
4.    ყურძნის ძირითადი სახეობები რომლისგანაც უნდა იწარმოოს კონიაკი ე სარის უნი ბალნი, ფოლ ბლანში, კოლომბარი, მონტალი, ჯურანსონ ბლან, სემიონი, მესლი, სენ-ფრანსუა. აგრეთვე ჯიშები ფოლინიანი და სელექტი, რომლის შეფარდება ასამბლიებში უნდა იყოს არანაკლებ 10 %-ისა.
5.    აკრძალვა შაქრის დამატებაზე ყურძნის წვენის ვინიპიკაციის დროს დეპარტამენტებში შარანტა და ზღვისპირა შარანტა. ზღვისპირა შარანტას დეპარტამენტში მეწარმეებს ესაჭიროებათ დამატებითი საბუთების წარდგენა, რომელიც ადასტურებს იმას რომ შაქარი არ იყო გამოყენებული " ნაციონალურ პროფესიონალთაშორისო კონიაკის ბიუროში”.
6.    ყურზნის დაწურვის დროს იკრძალება ვინტის გამოყენება ე.წ. უწყვეტი წურვა.
7.    ტრადიციული ტექნოლოგიის თანახმად ღვინის გამოხდის დროს შარანტას მეთოდი შეიცავს ორ ეტაპს:  მიღებას სპირტ-ნედლეულის და მეორად გამოხდას.
8.    მაქსიმალური დაშვებული სიმაგრე მიღებული დისტილაციის შედეგად შეადგენს 72 გრადუსს 15 გრადუცი ჩ დროს.
9.    დისტილაციის დამთავრების ვადა წლის 31 მარტს,  რომელიც მოყვეა მოსავლის აღების წელს.
10.    კონიაკის სიმაგრემ გაყიდვისას საფრანგეთში და საზღვარგარეთ არ უნდა გადააჭარბოს 40%-ს, დამატებითი პირობები ეძლევა მხოლოდ ნაციონალურ პროფესიონალთაშორისო კონიაკის ბიუროს თანხლებით.
11.    1938 წლის 13 იანვრის დეკრეტი მკაფიოდ განსაზღვრავს ტერიტორიულ საზღვრებს სუბრეგიონალური მეწარმე ზონების დასახლებულ ბუნქტებით, როგორც "Appelation d’Origine Controlee” დადასტურებულია დადგენილებაში. შემდეგი სუბრეგიონალური აპელასიონები:
•    Grande Champagne
•    Grand Fine Champagne
•    Petite Champagne
•    Fine petite Champagne
•    Fine Champagne
•    Borderies
•    Fins Bois
•    Bons Bois
•    Bois ordinaires

•    2003 წლის 27 ივლისის დეკრეტი მკაპიოდ განსაზღვრავს რეგლამენტებს და აფიქსირებს:
1.    კონიაკის დადგენა უნდა იწარმოებოდეს მხოლოდ სარდაფებში, რომელიც სერთიფიცირებულია ნაციონალური პროფესიონალთაშორისო კონიაკის ბიუროს მიერ.
2.    კონიაკის დადგენა უნდა მოხდეს მუხის კასრებში ორი კატეგორიით: ლიმუზინის ქვის მუხისგან და ტრონსეის მუხისგან.
3.    აღრიცხვა და კონტროლი კონიაკის ასაკისა ხორციელდება ერთადრეთი სახელმწიფო ორგანოთი- ნაციონალურ პროფესიონალთაშორისო კონიაკის ბიუროს მიერ.
4.    კონიაკის მინიმალური დაყენება საჭიროებს ორ წელს.

                    
სუბრეგიონალური დაყოფა


•    Champagne–ის  თიხიანი და ცარციანი წვრილი ნიადაგი, რომელიც დევს ცარცის პერიოდის ნიადაგის ზედაპირიდან სიღრმეში კირქვის შემადგენლობა ძალიან დიდია და აღწევს ზოგ ადგილებში 60 %-ს. თიხის ფენა კი მონტმორილონტი თავისი თვისების ხარჯზე აძლევს ადგილობრივ ნიადაგებს, კარგ სტრუქტურას და საკმარისი წყლის მარაგს ყურძნის საკვებისათვის.
1.    Grande Champagne Apellation Controlee – ვენახები იკავებს სუბრეგიონის დაახლოებით 13 159 ჰექტარს.
2.    Petite  Champagne Apellation Controlee – ვენახები იკავებენ 15 246 ჰექტარს. კონიაკს წარმოებულს ყურძნისგან.

•    Borderies Apellation Controlee  - არის კონიაკის ყველაზე პატარა სუბრეგიონი. შექმნილი კირქვის გახრწნის შედეგად. შუბრეგიონი შეიცავს 3987 ჰექტარს, რისგანაც იწარმოება რბილი კონიაკი.

•    Fins Bois Apellation Controlee – ამ რეგიონის უდიდესი ნაწილი შედგება თიხიანი, ცარციანი ნადაგისაგან, ცნობილია როგორც " გროიეს”.

•    Bons Bois Apellation Controlee -  ნიადაგები ამ სუბრეგიონის ზღვისპირა ქვიშიან-თიხიანია. ძუსტად ამ ადგილებში გროვდება ქვიშა. Aმ რეგიონის ტერიტორია ემსგავსება ფართო წრეს, რომელიც შეიცავს 372053 ჰექტარს და მხოლოდ 9308 ჰექტარი რეგლამენტირებულია კონიაკის წარმოებისათვის.

•    Bois a’ Terroir  Aan  Bois Ordinaires  Apellation Controlee -  ამ სუბრეგიონში რომელიც მოიცავს 260417 ჰექტარს.



ეტიკეტი


კანონმდებლობის აქტების თანახმად შემდეგი ინფორმაცია აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ზედაპირზე ან კონიაკის ბოთლის კონტრეტიკეტზე. დასათაურება (Cognac, Eau-de-vie de Cognac, Eua-de-vie des Charentes)

•    მოცულობა პარლამენტის დირექტივის და ევროკავშირის საბჭოს 75/106 1974 წლის 19 იანვრის დადგენილების თანახმად.
•    სიძლიერე უნდა იყოს აღნიშნული კონტრეტიკეტზე ან წინა მხარეს.
•    იურიდიული სათაური, წარმოების მისამართი ან  დასხმის წარმოების, რომელიც დარეგისტრირებულია ევროკავშირის შიგნით.
•    აუცილებელი მითითება აპელასიონის როგორც Fine Champagne Appelation Controlee, Grande Champagne Appelation Controlee, Ptite Champagne Appelation Controlee   და ა.შ.


გამოყენება

ძველად კონიაკს სვამდნენ ბურთისებური ბოკალით, დავიწროვებული ზევით და მოკლე ფეხით, ეს ბოკალი ეჭირათ ხელში და ტკბებოდნენ მისი არომატით. ხოლო დღეს კონიაკის ტრადიციულ ბოკალად ითვლება "ტიტა”, მოცულობით 140 მილილიტრი, მაგალ ფეხზე.  ბოკალს იჭერ ფეხით და ტბები არომატით, რომელიც გამოდის ვიწრო გამოსასვლელიდან. ფრანგებმა დაადგინეს კონიაკთან შეთავსება შოკოლადთან, ყავასთან და სიგარასთან. ამერიკელებმა როგორც კონიაკის მოხმარების ყველაზე დიდი ბაზრისა წარმომადგენლებმა შეიტანეს თავისი განსაკუთრებანი მისი მიღებისა., როგორც აპერიტივი ჭამის წინ, ტონიკთან ერთად.
რუსეთში ნიკოლოზის დროიდან შეიქმნა ტრადიცია. კონიაკს აყოლებდნენ ლიმნის ნაჭერს, დასავლეთში მას ჰქვია " ალა ნიკოლა”. ლეგენდის თანახმად მეფე ნიკოლოზმა გასინჯა ნამდვილი კონიაკი და იგი მოეჩვენა ძალიან მაგარი და ხელთ აღმოაჩნდა მხოლოდ ლიმნის ნაჭერი. შემდეგ ეს პროცედურა მრავალჯერ გაიმეორა და შესთავაზა სხვებსაც. ეს ტრადიცია გავრცელებულია რუსეთში და დსთ-ს ქვეყნებში. ამჟამად კონიაკის მოყვარულებმა და სპეციალისტებმა გამოიმუშავეს კონიაკთან მისაყოლებელი ნუსხა, რომელიც შეესაბამება კონიაკს. ლიმონი როგორც უკვე ნახსენებია კონიაკის უარესი თანამგზავრია, რადგან სპობს გემოვნების შეგრძნებას. ჟობია მიაყოლოთ ტკბილი მისაყოლებელი: ყავის მუსი, კაკლის სუფლე, შოკოლადის კრემი. კარგათ შეეფერება ნებისმიერი ყველი გარდა მძაფრი სუნის მკონე. უხდება ხამანწკა, შემწვარი ხბოს სუნი, ხიზილალა და ღვიძლის პაშტეტი. პირველ ადგილს სასმელს შორის, რომელიც ხაზს უსვამს კონიაკის ღირსებას, იკავებს ყავა, ასევე უხდება წვნიანი და ტკბილი ხილი განსაკუთრებულად ატამი.
Courvoisier

Courvoisier (ქართ. კურვუაზიე) - კონიაკის მწარმოებელი.

მიუხედავად იმისა, რომ „Courvoisier" ოფიციალურად ფელიქს კურვუაზიეს მიერ იყო დაფუძნებული, კომპანიის ოფიციალური საიტზე მითითებულია შემდეგი:

„ჩვენი ისტორია იწყება XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ემანუელ კურვუაზიემ და მისმა პარტრნიორმა, ლუი გალუმ პარიზის გარეუბან ბერსიში ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელის სავაჭრო კომპანია დააარსეს. 1811 წელს მათ საწყობებს თვით ნაპოლეონი ეწვია, სადაც მიღებულ იქნა ლუი გალუს, მერისა და ემანუელ კურვიაზიეს მიერ. ლეგენდის თანახმად, ნაპოლეონ I-მა შემდგომში წმ. ელენეს კუნძულზე კონიაკის რამდენიმე ბარელი წაიღო, რათა გემზე ინგლისელ ოფიცრებს გამასპინძლებოდა. ოფიცრებმა ღირსეულად შეაფასეს სასმელი და მას „ნაპოლეონის კონიაკი" უწოდეს."

პროდუქცია

•    Courvoisier VS
•    Courvoisier VSOP Fine Champagne
•    Courvoisier VSOP Exclusif
•    Courvoisier Napoleon
•    Courvoisier XO Imperial
•    Courvoisier Initiale
•    Courvoisier Initiale Extra
•    L'Essence de Courvoisier
•    Courvoisier L'Esprit
Hennessy

Hennessy (ჰენნესი) - ფრანგული კონიაკის სახლებიდან ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე განთქმული. ფრანგული ცქრიალა ღვინოს მწარმოებელ Moët & Chandon -თან ერთად შედის საფრანგეთის ჰოლდინგური კომპანიის შემადგენლობაში, რომელიც Louis Vuitton - Moët Hennessy ფუფუნების საქონელს აწარმოებს. Hennessy აწარმოებს კონიაკის 50 მილიონ ბოთლზე მეტს წელიწადში და კონიაკის გაყიდვების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. თუმცა, ფაქტობრივი გაყიდვების რიცხვი წელიწადში 150-200 მილიონ ბოთლს წარმოადგენს, რაც მიუთითებს ბაზარზე ყალბი პროდუქციის მაღალ დონეზე.

ისტორია

1765 წელს, კაპიტანმა რიჩარდ ჰენნესიმ, რომელიც ლუდოვიკ XV-ს არმიის ირლანდიურ ბატალიონში მსახურობდა, დააარსა სავაჭრო კომპანია. 1745 წელს ჭრილობის მიღების შემდეგ, იგი მოხსნილი იქნა მსახურობიდან და შარანტის დეპარტამენტის ქალაქ კონიაკში დასახლდა;

1784 წელს კონიაკის ეფექტური წარმოდგენის შემდეგ, ლუდოვიკ XVI-ს ფრანგული სამეფო კარმა Hennessy-ს სახლის მიერ წამოებულ კონიაკს ყველაზე წარჩინებული ეპითეტები მიანიჭა;

1794 წელს განხორციელდა Hennessy-ს კონიაკი პირველად ჩრდილოეთ ამერიკაში იყო ჩამოტანილი;

1800 წელს „ასამბლაჟის პირველ ოსტატად "კომპანიაში ჟან ფაიუ იწყებს მუშაობას;

1813 წელს, ჟაკ ჰენნესი სავაჭრო ნიშან Jas HENNESSY & C°-ს არეგისტრირებს;

1817 წელს, დიდი ბრიტანეთის მომავალი მეფე, გეორგ IV აძლევს შეკვეთას „შესანიშნავ ფერმკრთალ eau-de-vie"-ზე, რომელიც შემდგომში Hennessy V.S.O.P. ხდება;

1840 წელს, ლონდონში სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ, კონიაკის გაყიდვების 90%-ზე მეტი ექსპორტზე ორიენტირებული გახდა;

1856 წელს ჩატარდა კონიაკის ახალი წინა ეტიკეტის პრეზენტაცია, Jas HENNESSY & C°-ს სავაჭრო ნიშნითა და სახლის ემბლემით - ხელი, რომელსაც ალებარდა უკავია - ცნობილი Bras Armé;

1864 მოხდა სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია და კონიაკის ჩამოსასხმელი საკუთარი ქარხნის გახსნა;

1865 წელს, რათა დაიცვას თავისი პროდუქცია გავრცელებული ნაყალბევისგან, Hennessy-ს სახლი იწყებს კონიაკის მიწოდებას შუშის ბოთლებში და არა მუხის კასრებში, როგორც ეს ადრე იყო მიღებული;

1865 წელს მორის ჰენნესი ქმნის ასაკის მიხედვით კონიაკის კლასიფიკაციის სისტემას - ვარსკვლავების გამოყენებით;

1791 დაიწყო Hennessy-ს კონიაკის მიწოდება აშშ-სა და ჩრდილოეთ ევროპაში. ჰენნესის დინასტიის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული წევრი - მორისი - პირველმა შემოიღოკონიაკის კლასიფიკაცია. მან ამისთვის ვარსკვლავების გამოყენება დაიწყო - სამიდან ხუთამდე, სასმელში კონიაკის სპირტის მინიმალური დაძველების მიხედვით. მოგვიანებით, ეს მეთოდი ორდერებით იყო შეცვლილი, რაც ასევე ჰენნესის ოჯახის მიერ იყო შემოღებული. XIX საუკუნის მსვლელობისას, Hennessy სამვარსკვლავიან (მოგვიანებით - VS), ოთხვარსკვლავიან (1817 წლიდან, მოგვიანებით VSOP) და ხუთვარსკვლავიან (1870 წლიდა, მოგვიანებით XO) კონაკს აწარმოებს. 1865 წელს Hennessy გახდა კონიაკის მწარმოებელ სახლთაგან პირველი, რომელმაც სასმელის მიწოდება მუხის კასრების ნაცვლად შუშის ბოთლებში დაიწყო. 1971 წელს Hennessy შეუერთდა Moët & Chandon-ის სახლს, რომელიც შამპანიურის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ხოლო 1987 წელს ორივე კომპანია გაერთიანდა Louis Vuitton Moet-Hennessy (LVMH)-ის ჰოლდინგში, რომლის სპეციალობა ფუფუნების საქონლისა და სასმელების წარმოებაა.

კონიაკის გამა

კლასიკური გამა

•    Hennessy V.S. (Very Special) — შეიქმნა 1865 წელს სახლის დამაარსებლის შვილიშვილის, მორის ჰენნესის მიერ. პირველი კონიაკი, რომლის წინა ეტიკეტზე მისი ასაკი სამი ვარსკვლავის სახით არის აღნიშნული. ასამბლაჟში შედის კონიაკის 40-ზე მეტი სპირტი 2-დან 7 წლამდე დაძველებით;

•    Hennessy V.S.O.P. Privilege (Very Superior Old Pale) — შეიქმნა 1817 წელს ინგლისის მომავალი მეფის, გეორგ IV-ს შეკვეთით, როგორც „უმაღლესი ხარისხის ძველი ფერმკრთალი eau-de-vie". ასამბლაჟში შედის კონიაკის 60-ზე მეტი სპირტი, 6-დან 12 წლამდე დაძველებით.

•    Hennessy X.O. (Extra Old) — შეიქმნა 1870 წელს მორის ჰენნესის მიერ მისი მეგობრებისთვის, როგორც პირველი კონიაკი, რომლის წინა ეტიკეტზე აღნიშნულია ასაკი eХtra Оld. ასამბლაჟში შედის კონიაკის 100-ზე მეტი სპირტი, 20-დან 30 წლამდე დაძველებით. 1947 წელს ამ კონიაკისთვის ჭექმნილი იყო სპეციალური ბოთლი, რომელზეც ვაზის ორნამენტებით იყო შემკობილი;

•    Hennessy Paradis — შეიქმნა 1979 წელს სახლის „ასამბლაჟის ოსტატის" მორის ფიუს მიერ კონიაკის უნიკალური სპირტის გამოყენებით, რომელიც მისი ბაბუის მიერ იყო შერჩეული. ასამბლაჟში შედის კონიაკის 100-ზე მეტი სპირტი 15-დან 100 წლამდე დაძველებით;

•    Hennessy Richard — შეიქმნა 1996 წელს სახლის „ასამბლაჟის ოსტატის" იან ფიუს მიერ სახლის დამაარსებლის, რიჩარდ ჰენნესის პატივსაცემად. ასამბლაჟში შედის კონიაკის 100-ზე მეტი უნიკალური სპირტი, მათ შორის ფოლ ბლანშის სახეობის ყურძნისგან დამზადებულიც, 1800 და 1830-1860 წლებსი მოსავლიდან.


განსაკუთრებული კონიაკი

•    Hennessy Library — შეიქმნა ჰენნესის ოჯახის საკუთარი კონიაკისადმი როგორც ანტიკვარული წიგნებისადმი დამოკიდებულების აღსანიშნავად. მიეკუთვნება V.S.O.P.-სა და X.O.-ს შუალედურ კატეგორიას;

•    Hennessy Private Reserve — შეიქმნა 1873 წელს სახლის „ასამბლაჟის ოსტატის" ემილ ფიუს მიერ, მორის ჰენნესის შეკვეთით კონიაკის 14 „ყვავილოვანი" ხასიათის მქონე სპირტის გამოყენებით;

•    Hennessy Private Reserve 1865 — შეიქმნა 1865 წელს ჰენნესის სახლის ასი წლისთავის აღსანიშნავად. ასამბლაჟში შედის კონიაკის 11 „ყვავილოვანი" ხასიათის მქონე სპირტი. ახლიდან გამოშვებულია 2005 წელს;

•    Hennessy Timeless — შეიქმნა 1999 წელს, 2000 წლის დადგომის აღსანიშნავად. ასამბლაჟში შედის კონიაკის XX საუკუნის 11 უნიკალური სპირტი, 1900, 1918, 1929, 1939, 1947, 1953, 1959, 1961, 1970, 1983 და 1990 წლების მოსავლებიდან. ბროლის გრაფინი დამზადებულია კომპანია Baccarat-ის ცნობილი დიზაინერის, ტომას ბასტიდის მიერ. სულ წარმოებულია 2000 დანომრილი გრაფინი.

•    Hennessy Ellipse — ასამბლაჟში შედის კონიაკის შვიდი საუკეთესო სპირტი, რომელიც ფიუს - სახლის „ასამბლაჟის ოსტატების" - შვიდი თაობის მიერ იყო შერჩეული. კონიაკის უნიკალურობა ალკოჰოლის შემცველობაშიცაა - 43,5%, როდესაც Hennessy-ს კლასიკური კონიაკები მხოლოდ 40%-ს შეიცავს. ბროლის გრაფინი აგრეთვე კომპანია Baccarat-ის ცნობილი დიზაინერის, ტომას ბასტიდის მიერ არის დამზადებული. სულ წარმოებულია 3000 დანომრილი გრაფინი.

•    Hennessy Mathusalem — ექსკლუზიური კოლექციური კონიაკი (სულ 300 ეგზემპლარი) 6-ლიტრიან ბოთლში, მოთავსებული ნატურალური ტყავისგან დამზადებულ სამგზავრო ჩემოდანში.

•    Hennessy 888 — სპეციალური სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს (08/08/08) პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნას მიეძღვნა. ნაკრებში შედის Hennessy XO-ს ბოთლი და ორი Baccarat-ის ბროლის ბოკალი.

•    Hennessy 44 Limited Edition — აშშ-ს 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ინაუგურაციას მიძღვნილი კონიაკი. ეტიკეტზე მოთავსებულია ბეჭედი, რომელზედაც აღნიშნულია ინაუგურაციის თარიღი - 2009 წლის 20 იანვარი.
ჰენნესის სახლის „ასამბლაჟის ოსტატები"

•    ჟან ფიუ (Jean Fillioux) 1800—1838
•    კრისტოფ ფიუ (Christophe Fillioux) 1838—1859
•    ემილ ფიუ (Emile Fillioux) 1859—1890
•    ალფრედ ფიუ (Alfred Fillioux) 1890—1941
•    რაიმონ ფიუ (Raymond Fillioux) 1941—1958
•    მორის ფიუ (Maurice Fillioux) 1958—1991
•    იან ფიუ (Yann Fillioux) 1991 — ამჟამად
Martell

Martell (ქართ. მარტელი) - ფრანგული კონიაკის სახლთაგან ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე სახელოვანი.

Martell-ის კონიაკის უძველესი სახლის ისტორია დაიწყო 1715 წელს, როდესაც ჟან მარტელმა კონიაკის საკუთარი კომპანია დააარსა. მეწარმე ჟან მარტელმა მიაღწია სწრაფ წარმატებას საფრანგეთში და გაიყვანა მისი კონიაკის სახლი მსოფლიო ბაზარზე, დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიაში მიწოდების დაწყებით. უკვე 1715 წელს დიდ ბრიტანეთში მიწოდების მოცულობამ 200000 ლიტრი შეადგინა.
დღეს Martell მსოფლიოში კონიაკის სამი ყველაზე მსხვილი მწარმოებლის სიაში შედის.

ისტორია

1715 წელი -  საკუთარი მმართველობის დროს ხელოვნების ბრწყინვალე აღორძინების მოწმე, მეფე მზე გარდაიცვალა და საფრანგეთს სილამაზისა და სრულყოფილებისადმი დაუცხრომელი ლტოლვა დაუტოვა. ლუი XIV-ს სიკვდილის წელს, ჟან მარტელმა, ახალგაზრდა ვაჭარმა ჯერსის კუნძულიდან, შარანტის მდინარის პირას მდებარე ქალაქ კონიაკში საკუთარი საქმე წამოიწყო და კონიაკის პირველი დიდი სახლი დააარსა.

 

 
ჟან მარტელი

1753 წელი — ჟან მარტელის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, კონიაკის საქმის მართვასთან დაკავშირებული ყველა ზრუნვა მისმა ქვრივმა, რაშელმა იკისრა. ალკოჰოლური სასმელების წარმოების ყველა მოთხოვნების დაკმაყოფილების სურვილით, მარტელის ოჯახმა შეისყიდა ტიპიური შარტანული მამული Gatebourse, საკუთარი ვენახებითა და ღვინის სარდაფებით.

1775 წელი - რაშელ მარტელმა კომპანიის ხელმძღვანელობა თავის ვაჟიშვილებს - ჟან და ფრედერიკ-გაბრიელ მარტელს გადასცა, რითაც მისცა მათ საშუალება გაეგრძელებინათ მამის საქმე. საოჯახო ბიზნესი აყვავდა ოკეანის მიღმადაც - კონიაკის პირველი პარტია კასრებში გაემგზავრა შეერთებულ შტატებში.

1799 წელი — ნაპოლეონ ბონაპარტმა კონიაკის სახლი Martell საკუთარი სამეფო კარის მომწოდებლად დაასახელა. ამასთან, მან Martell-ის კონიაკი თავის კონსულს, კამბასერესსა და ექიმს, ბარონ კორვისარს გააცნო. მალე, ისინი Martell-ით საკუთარ სტუმრებს უმასპინძლებოდნენ.

1826 წელი - ინგლისში კონიაკმა ნამდვილი ფურორი გამოიწვია, ხოლო მეფე გეორგ IV-მ მას მაღალი შეფასება მისცა: Very Old Brandy. ლონდონი კონიაკის ვაჭრობის ძირითადი ცენტრი გახდა და სწორედ ლონდონში, Carnaby Street-ის რაიონში გაჩნდა Martell-ის კონიაკის სახლის პირველი რეკლამა.

1831 წელი - Martell-ის კონიაკის სახლმა VSOP (Very Superior Old Pale) კატეგორიის პირველი საკუთარი კონიაკი შექმნა და მისი პირველი პარტია კასრებში გაგზავნილი იყო ლონდონში.

1848 წელი - ინგლისში შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის შემდგომ, Martell-ის სახლმა საკუთარ ბოთლებზე პირველად ვერცხლისფერ-ლურჯი ეტიკეტი განათავსა.

1854 წელი - Martell-ის კონიაკი მიწოდებული იყო ტუილერის სასახლეში პარიზში, რომელიც იმ დროისთვის იმპერატორ ნაპოლეონ III-ს ოფიციალურ რეზიდენციად ითვლებოდა.

1868 წელი -  Martell-ის კონიაკმა სახელი მთელს მსოფლიოში გაითქვა, დაიწყო მიწოდება ჩინეთში, იაპონიასა და აზიის სხვა ბაზრებზე.

1909 წელი - ფრანგულ პროვინცია კონიაკში დამზადებულმა ძლიერმა ალკოჰოლურმა სასმელმა დაიტოვა ექსკლუზიური უფლება ეწოდებოდეს cognac. პროდუქტმა მიიღო Appelation d’origine controlle – AOC-ს სტატუსი, ანუ წარმოშობის ადგილის მიხედვით კონტროლირებადი სახელწოდება.

1912 წელი - „მხოლოდ და მხოლოდ პრესტიჟული დაწესებულებისთვის განსაზღვრული" კონიაკის შექმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ედუარდ მარტელმა დაამზადა Martell Cordon Bleu - ბრწყინვალე კონიაკი უნიკალური გემოთი, რომლის პრეზენტაცია Hotel de Paris-ში, მონაკოში ჩატარდა.

1918 წელი - პირველი მსოფლიო ომის დროს Martell-ის კონიაკი ფრონტზე ჯარისკაცებს ახლდა თან, ფლანდრიაში დისლოცირებული ბრიტანული პოლკების ჩათვლით. 1918 წლის 11 ნოემბერს სამხედრო მოქმედებათა შეწყვეტის თაობაზე ზავის დადების დროს სწორედ კონიაკი Martell Cordon Bleu იყო ჩამოსხმული მათ ბოკალებში, ვინც ომის დამთავრებას ადღეგრძელებდა.

1936 წელი - ოკეანის მდიდრული ლაინერი Queen Mary საუთჰემპტონიდან ნიუ იორკში თავის პირველ რეისზე გაემგზავრა. მრავალრიცხოვანი VIP-სტუმარსა და ცნობილ სახეს, რომლებიც ამ ლაინერის ბორტზე იმყოფებოდნენ, ღვინის ყველაზე პრესტიჟული ბრენდებისა და ასევე Martell-ის კონიაკის სახლის სასმელების არჩევანი ჰქონდათ.

1951 წელი - მსოფლიოს ყველა წამყვანმა გაზეთმა თავის პირველ გვერდზე განათავსეს განცხადება იმის შესახებ, რომ სახელგანთქმულმა მოგზაურმა, კონიაკის მოყვარულმა და მცოდნემ, პოლ-ემილ ვიქტორმა თავის პოლარულ ექსპედიციაში Martell-ის კონიაკის რვა ყუთი წაიღო.

1956 წელი - Martell-ის კონიაკი მირთმეული იყო მაგიდასთან საზეიმო ვახშამის დროს, რომელიც მონაკოს თავადი რენიესა და ჰოლივუდის მსახიობის გრეის კელის შეუღლების პატივსაცემად გაიმართა.

1965 წელი - Martell-ის კონიაკის სახლის 250 წლისთავის ზეიმობის დროს, კომპანიის წარმატებები Bon Goût Français-ისთვის („კარგი ფრანგული გემო") ოქროს თასის გადაცემითა და ექსპორტის სფეროში გამორჩეული მიღწევებისთვის ჯილდოს მინიჭებით აღინიშნა. სახლის კლიენტთა შორის ისეთი სახელების ყოფნამ, როგორიცაა დ. როკფელერი და უინსტონ ჩერჩილი უფრო აამაღლა ამ სავაჭრო ნიშნის პრესტიჟი.

1971 წელი - როგორც სიმბოლო Martell-ის კონიაკის სახლის აზიურ ბაზართან მყარი სავაჭრო ურთიერთობებისა და საფრანგეთის სურვილისა გააძლიეროს ფრანკო-იაპონური ურთიერთობები, იაპონიის იმპერატორ ჰიროჰიტოს საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, მას გადაეცა Martell Cordon Bleu-ს ერთი ყუთი.

1975 წელი - კონიაკი Martell Cordon Bleu მირთმეული იყო სახელგანთქმული ზებგერითი ლაინერ კონკორდის მგზავრთა მიერ, რომლებიც პარიზიდან ნიუ იორკში მიფრინავდნენ. ამით ხაზი გაესვა კონიაკის დამოკიდებულებას ლუქსის კლასის მგზავრობების მიმართ.

1979 წელი - ამერიკელი რეჟისორის, ფრენსის ფორდ კოპოლას სენსაციურ ფილმში „აპოკალიფსი დღეს" ("Apocalypse Now”), მარტინ შინის გმირი ტკბებოდა Martell Cordon Bleu-თი, რომელიც ბარბარისობისა და სისასტიკის ფონზე მშვიდობიანი ცივილიზებული სამყაროს განსახიერებდა.

1986 წელი - კონიაკი Martell Cordon Bleu განსაკუთრებული აღმოსავლური ექსპრესის - რომელიც ვენეციასა და კოპენჰაგენს შორის გადაადგილდებოდა - სასადილო ვაგონში მენიუს აუცილებელ პუნქტს წარმოადგენდა.

1997 წელი - რადგანაც Martell-ის სახლი ჩინეთში საკმაოდ პოპულარული იყო, მისმა წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ბრიტანეთის მიერ ჰონგ კონგის ჩინეთისთვის დაბრუნების პატივსაცემად გამოეშვათ კონიაკი L’Art de Martell, რომელიც შეზღუდული სერიით 1997 ბოთლის რაოდენობით იყო წარმოებული.


 

Martell

2004 წელი - თანამედროვე ხელოვნების კრეატიულ სახეობებთან საკუთარი კავშრების გაღრმავების მიზნით, Martell-მა ჩინეთში ყოველწლიურ გამოფენას Martell Artists of the Year გაუწია ორგანიზება. ამ ღონისძიების მსვლელობისას ჯილდოვდება ოთხი მხატვარი, რომელიც თავისი ნამუშევრებით, ჟან მარტელის მსგავსად, „შთაგონებისა და დამოუკიდებლობის სულს" ადემონსტრირებს.

2005 წელი - კონიაკის სახლი Martell უშვებს ახალ კონიაკს, Martell XO.

2006 წელი - კონიაკის სახლი Martell კოლბერის კომიტეტის წევრი ხდება, რომელიც ფუფუნების საგნების ფრანგი მწარმოებლების პრესტიჟულ ასოციაციას წარმოადგენს.

2007 წელი - Martell-ის სახლი უშვებს კონიაკს Martell Creation Grand Extra, რომელიც მინის ცნობილი მხატვრის, სერჟ მანსოს მიერ შექმნილ ბოთლში არის ჩამოსხმული.

2007 წელი - კონიაკის სახლი Martell, ვერსალის სასახლესთან თანამშრომლობით, აფინანსებს ბრწყინვალე გამოფენას სახელწოდებით Quand Versaille etait Meuble D’Argent („როდესაც ვერსალი ვერცხლის ავეჯით იყო გაწყობილი"), სადაც ხანმოკლე დროის განმავლობაში თავმოყრილი იყო სუფთა ვერცხლისგან დამზადებული საგნები, რომლებიც XVII საუკუნის ევროპელი მონარქების რეზიდენციებისთვის იყო შექმნილი.

2009 წელი - Martell-ის სახლი უშვებს თავის ბოლო კონიაკს, L’Or de Jean Martell, რომელიც კონიაკის სახლის მრავალწლიანი გამოცდილების და სრულყოფილებისაკენ მუდმივი სწრაფვის 300-წლიანი ისტორიის განსახიერებაა.

გეოგრაფია

ყველაფერი თეთრი ყურძნიდან დაიწყო. ყურძნის გვიან მომწიფებად და დაზიანებისადმი გამძლე სახეობას უნი ბლანი გააჩნია ორი მნიშვნელოვანი თვისება - მაღალი მჟავიანობა უზრუნველყოფს ღვინის ბუნებრივ შენახვას, ხოლო ალკოჰოლის დაბალი შემცველობა დისტილაციის დროს არომატის უფრო ძლიერ კონცენტრაციას უწყობს ხელს.

ნიადაგის თვისებები აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ატლანტიკური ოკეანეს სანაპიროზე განლაგებული შარანტის რეგიონი გამოირჩევა ნიადაგით, რომელშიც კირქვის მაღალი შემცველობაა. ოკეანესთან სიახლოვე რეგიონს უზრუნველყოფს ზომიერი კლიმატით. რბილი ზამთარი და მზის შუქი მთელი წლის განმავლობაში ყურძენს თანდათანობით მომწიფების საშუალებას აძლევს.

რეგიონი 6 „კრიუთ" იყოფა - გრანდ და პეტიტ შამპანი, ბორდერი და ფინ ბუა (აგრეთვე ბონ ბუა და ბუა ორდინერი), რომელთაგან თითოეული გამოირჩევა თავისი ინდივიდუალურობით. კონიაკის სახლი Martell გამოიყენებს მხოლოდ 4 საუკეთესო „კრიუს":

ფინ ბუა – ამ ქვერეგიონის ყურძენი ძირითადად ახალგაზრდა კონიაკების წარმოებისათვის გამოიყენება.

გრანდ და პეტიტ შამპანი – ფხვიერი და ცარცით მდიდარი ნიადაგი ქმნის ოპტიმალურ დრენაჟს და შესანიშნავად კვებავს ვაზს. ამ ქვერეგიონებში წარმოებული სპირტი საჭიროებს დაძველების გრძელ პერიოდს - სწორედ ის აძლევს კონიაკს დელიკატურ გემოსა და ხანგრძლივ დანატოვარს.

ბორდერი – ყველაზე მცირემასშტაბიანი ქვერეგიონი, რომელიც მდიდარია თიხნარიანი ნიადაგით. აქ წარმოებული სპირტი გამოირჩევა ყვავილების საუკეთესო ბუკეტით. ბორდერის ვენახების ნახევარზე მეტი ყურძნით Martell-ის კონიაკის სახლს უზრუნველყოფს.
მოსავლის აღება ხდება ოქტომბერში, რის შემდეგაც ერთი კვირის განმავლობაში მისგან ღებულობენ 7-10 გრადუსიან ღვინოს, რომელიც მზად არის გამოხდისთვის.

კონიაკის წარმოება

დისტილაცია
 

 

გამოსახდელი ქარხანა

მთელი პრიცესი მკაცრად რეგულირდება კანონით, რათა წარმოებულ იქნას უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. გამოიყენება ორმაგი დისტილაციის ტრადიციული მეთოდი სპილენძის გამოსახდელ კასრებში.
Martell-ის კონიაკის სახლი ფლობს მსოფლიოში ყველაზე მსხვილ გამოსახდელ ქარხანას. წარმოების მოცულობა შეადგენს 53000 ბოთლს დღეში.
დისტილაციის პირველი ეტაპის შემდეგ მიიღება ე.წ. „ბრუი", რომელიც ნედლ სპირტს წარმოადგენს. მეორე ეტაპის შემდგომ კი მიიღება კონიაკის მაღალხარისხოვანი სპირტი.
გამოშვებისას დისტილატი იყოფა 3 ნაწილად: თავი და კუდი (რომლებიც შეიცავს ალკოჰოლისა და მძიმე ფრაქციების დიდ რაოდენობას) და გული -  კონიაკის კრისტალურად სუფთა სპირტი.
კონიაკის სახლი Martell ახორციელებს თავისა და კუდის გამოხდას უფრო დახვეწილი კონიაკების მისაღებად.


საკასრე წარმოება

  
Rémy Martin

Rémy Martin (ქართ. რემი მარტენი, რემი მარტინი) — კონიაკის სამი ყველაზე ცნობილი და მსხვილი ფრანგული სახლისგან ერთ-ერთი. კონიაკის გაყიდვების მოცულობით იკავებს მეორე ადგილს კონიაკის სახლ Hennessy-ს შემდეგ. მწარმოებელი კომპანიის იურიდიული დასახელებაა „E.Rémy Martin & Cie SA". კომპანია ეკუთვნის ცნობილ ფრანგ ოჯახებს Hériard Dubreuil და Cointreau. 1991 წლიდან ის შედის Rémy Cointreau Group-ის კომპანიების ჯგუფში, რომელიც ფლობს შამპანიურის, ლიქიორისა და რომის ბრენდებს.

ისტორია

•    1724 — ახალგაზრდა მეღვინე, რემი მარტენი, დაბადებული 1695 წელს პატარა ქალაქ რუიაკში, შარანტის დეპარტამენტში, ხსნის საკუთარ კომპანიას;

•    1738 — რემი იღებს ექსკლუზიურ უფლებას ლუი XV-საგან ახალი ვაზის დარგვის თაობაზე, არსებული 1731 წლის საკანონმდებლო შეზღუდვების მიუხედავად;

•    1830 — შექმნილია Grande Champagne კატეგორიის პირველი კონიაკი Rémy Martin;

•    1848 — შექმნილია Fine Champagne კატეგორიის პირველი კონიაკი Rémy Martin;

•    1874 — კონიაკის წინა ეტიკეტზე პირველად ჩნდება სახლის ლოგო - კენტავრი. 1870 — პოლ-ემილ რემი მარტენი საბოლოოდ ახდენს სახლის სახის ადაპტაციას: კენტავრი, რომელიც შუბს ტყორცნის. კენტავრი ანსახიერებს ორი სტიქიის – კაცობრიობისა და ბუნების – კავშირს, რომელსაც დაემატა თვით პოლ–ემილ რემი მარტენის ზოდიაქოს ნიშნის ნაწილი – სტილიზებული შუბი. ლოგოს მეშვეობით პოლ–ემილს სურდა გადმოეცა კონიაკის სახლის მთავარი იდეა – მისი ოჯახის გაბედულება, ოსტატობა და პატიოსნება კონიაკების დამზადებაში.

•    1898 — პოლ–ემილ რემი მარტენი ქმნის ახალ, ღრმა და რთული ხასიათის მქონე კონიაკს, რომელიც ამიერიდან მრავალი წლის განმავლობაში ასახავს კონიაკის სახლის სტილს.

•    1924 — კომპანია E.Rémy Martin & Cie SA–ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე იწყებს მუშაობას ანდრე რენო.

•    1927 — სახლის მომავალი სახისა და გაყიდვების ლიდერის – Rémy Martin Fine Champagne V.S.O.P.–ის შექმნა.

•    1937 — კონიაკის პირველი მიწოდება საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის აშშ–შიც.

•    1948 — Grande Champagne–ისა და Petit Champagne–ის ქვერეგიონებში მიღებული 100%–იანი ღვინომასალისაგან კონიაკის მომზადების პირველი გამოცდილება.

•    1965 — ანდრე ერიარ დუბრეი, ანდრე რენოს სიძე, იწყებს მუშაობას E.Rémy Martin & Cie SA–ს კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. იმ დროისათვის უნიკალური პირდაპირი კონტრაქტები ფორმდება კონიაკის სახლსა და Grande Champagne–ისა და Petit Champagne–ის ქვერეგიონების მეღვინეებსა და გამომხდელებთან.

•    1966 — Rémy Martin–ის კონიაკების საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის შექმნა.

•    1968 — კონიაკის პირველი მიწოდება ჰონკონგის ბაზარზე.

•    1972 — ცნობადი მუქი–მწვანე ფერის მქრქალი შუშისგან დამზადებული ბოთლის შექმნა სახლის გაყიდვების ლიდერის, Rémy Martin Fine Champagne V.S.O.P.–ისთვის.

•    1980 — კონიაკის სახლის A.de Luze–ის შესყიდვა.

•    1980 — ჩინურ მთავრობასთან, ქ. ტიანცზინის მერიასთან და კომპანია „Hongkong International Trade and Technology Investigation Organization"–თან თანამშრომლობით ერთობლივი ფრანკო–ჩინური ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი საწარმოს, „Sino-French Joint-Venture Dynasty Winery Ltd."–ს ჩამოყალიბება.

•    1981 — ახალი მნიშვნელოვანი კონიაკის Rémy Martin Fine Champagne XO Excellence–ის შექმნა.

•    1998 — კომპანია E.Rémy Martin & Cie SA–ს ხელმძღვანელის და „Rémy Cointreau" –ს ჯგუფის მართვის თავმჯდომარეს ტანამდებობებს იკავებს დომინიკ ერიარ დუბრეი.

სახლის ხელმძღვანელები

•    1781—1841 — Rémy Martin III (ქართ. რემი მარტენ III)

•    1810—1875 — Paul-Emile Rémy Martin I (ქართ. პოლ–ემილ რემი მარტენ I)

•    1853—1924 — Paul-Emile Rémy Martin II (ქართ.პოლ–ემილ რემი მარტენ II)

•    1883—1965 — André Renaud (ქართ. ანდრე რენო)

•    1917—2002 — André Heriard Dubreuil (ქართ. ანდრე ერიარ დუბრეი)

•    2002 — მიმდინარე — Dominique Hériard Dubreuil (ქართ. დომინიკ ერიარ დუბრეი)


კონიაკები

 კონიაკის კლასიკური გამა

•    Rémy Martin Club Fine Champagne

•    Rémy Martin Grand Cru Petite Champagne

•    Rémy Martin V.S.O.P. Fine Champagne

•    Rémy Martin XO Special Fine Champagne

•    Rémy Martin Extra Fine Champagne

•    Rémy Martin Louis XIII Grande Champagne 0,7

•    Rémy Martin Louis XIII Grande Champagne 1,5L

•    Rémy Martin Louis XIII Grande Champagne 1,75L




განსაკუთრებული კონიაკი
 

კონიაკი „Louis XIII"

•    Rémy Martin Cœur de Cognac Fine Champagne

•    Rémy Martin V.S.O.P Premier Cru Fine Champagne

•    Rémy Martin 1738 Accord Royal Fine Champagne

•    Rémy Martin XO Premier Cru Grande Champagne

•    Rémy Martin XO Excellence Fine Champagne

•    Rémy Martin 1988 Vintage Premier Cru Grande Champagne (შეზღუდული გამოცემა)

•    Rémy Martin Fine Champagne Cuvée du 250-ème anniversaire 1724—1974 (600 ბოთლი)

•    Rémy Martin Black Pearl Grande Champagne 0,7 (786 გრაფინი)

•    Rémy Martin Black Pearl Grande Champagne 1,5L

•    Rémy Martin Black Pearl Grande Champagne 1,75L

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: adrenalin77 (15.10.2012)
ნანახია: 5690 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ana  
0
dzalian kargia :)))))))))))

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
...
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 5
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0