მთავარი » სტატიები » Мои статьи

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 37
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 4 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით


ღვინის პირველად დაწურვისთანავე ადამიანებმა ალბათ მის შენახვაზეც დაიწყეს ფიქრი. ანტიკურ საბერძნეთსა და რომში ამ მიზნით ამფორებსა და კასრებს იყენებდნენ. სუფრასთან ღვინო ლითონის ან კერამიკისგან დამზადებული ფართო დოქებით მიჰქონდათ, რომლებიც ფორმით თანამედროვე ქვაბებს წააგავდა; ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად კი უპირატესობას თიხის ჭურჭელს ან ცხოველის ტყავისგან შეკერილ ტიკებს ანიჭებდნენ. იმ ეპოქაში ეს ყველაზე მოსახერხებელი "მეთოდი" იყო.
 
თიხის ამფორიდან სტანდარტის ერამდე
 
მინის დამუშავების საფუძვლებს ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები ფლობდნენ. ნილოსის დაბლობზე შუშისგან დამზადებული ჭურჭელი ჩვ.წ.აღ.-მდე II ათასწლეულში არსებობდა. რომაელებმა ეს ტექნოლოგია გაცილებით გვიან, სავარაუდოდ, ფინიკიელთაგან აითვისეს და კიდევ უფრო სრულყვეს. მათვე დაიწყეს ბოთლების დალუქვა ნატურალური საცობებით. ამის მიუხედავად, ღვინის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის XVII საუკუნემდე ძირითადად თიხის, ფაიფურისა და ხის ტარას იყენებდნენ. როგორც ჩანს, მინა მაინცდამაინც საიმედოდ არ მიაჩნდათ.
სტატიის გაგრძელება:http://alcostory.ucoz.com/publ/ghvinis_botli_pormis_ist'oria/1-1-0-41
Мои статьи | ნანახია: 1000 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 04.11.2012 | კომენტარი (0)



ჩეხეთის ხელისუფლებამ მაგარი სპირტიანი სასმელების გაყიდვის ნებართვა გასცა და ამით ქვეყანაში გააუქმა მშრალი კანონი, რომელიც მხოლოდ 12 დღის განმავლობაში მოქმედებდა. ალკოჰოლით ვაჭრობის აკრძალვამ მოსახლეობის მასობრივი მოწამვლა და მისგან გამომდინარე ლეტალური შედეგები გამოიწვია. ამის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა, მშრალი კანონი გაეუქმებინა და ისევ დაეშვა სპირტიანი სასმელებით ვაჭრობა. სექტემბრის ბოლოს ჩეხეთის პოლიციამ დააკავა ორი ბოროტმოქმედი, რომლებიც ცდილობდნენ სასმელის დამზადების ტექნოლოგიის გაყალბების ხარჯზე მეტი სარგებელი მიეღოთ. მათ მიერ ჩამოსხმული სასმელი იმდენად დიდი რაოდენობის იყო, რომ დღემდე რჩება ბაზარზე. სწორედ ამის გამო ჩეხეთში ამჟამად მხოლოდ იმ სასმლის გაყიდვაა ნებადართული,  რომელიც 2012 წლის პირველ იანვრამდეა ჩამოსხმული. ჩეხეთი მსოფლიოს იმ ქვეყნებს განეკუთვნება, სადაც ალკოჰოლს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიხმარენ. გარდა ამისა, ადგილობრივი ჩეხური ლუდის გასასინჯად პრაღაში ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, ჩეხურ სასმელს განსაკუთრებით ბრიტანელები აფასებენ. ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვამ ჩეხეთის ბიუჯეტს სერიოზული ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ალკოჰოლის ჩეხი მწარმოებლები, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ. ამასობაში კი ჩეხეთის პოლიცია ბაზარზე ფალსიფიცირებული ლიქიორების ძებნას აგრძელებს. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, საქმე ეხება დაახლოებით 15 ათას ლიტრ მომაკვდინებელ სასმელს."მშრალი კანონის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ყველას შეუძლია წავიდეს უახლოეს ბარში და დალიოს რაც მოეხასიათება. მოწამვლის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს,” - გააფრთხილა თანამემამულეები ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ევროკავშირის კანონმდებლობით დამნაშავეებს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ჩეხეთში კი ბევრი მიიჩნევს, რომ 26 მოქალაქის ფაქტობრივი მკვლელისთვის ასეთი განაჩენის გამოტანა ძალიან მსუბუქი სასჯელია.
Мои статьи | ნანახია: 702 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 04.11.2012 | კომენტარი (0)



საუკეთესო სასმელების მოყვარულთ ძნელად თუ გააკვირვებ რამით, მაგრამ გერმანულმა კომპანია G-Spirits-მა ეს შეძლო – ის კლიენტებს ლამაზმანებზე ,,დაყენებულ” სასმელს სთავაზობს. იდეა მარტივია და შთამბეჭდავი – ბოთლში მოხვედრამდე სასმელი ტოპ მოდელთა ტანზე ,,მიედინება”. კომპანია G-Spirits, რომელიც რომს, ვისკისა და არაყს აწარმოებს, აცხადებს, რომ Rum No. 1 პირდაპირ 23 წლის ამინა მალაკონის, ხოლო 12-წლიანი დაძველების Whiskey No. 1მის უნგრეთი 2012-ის, ალექსა ვარგას მკერდის გავლით მოხვდა ბოთლებში. აღსანიშნავია, რომ ლამაზმანთა განბანვის შედეგად ჩამოსხმული სასმელი ბაზარზე შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. ამ პარტიის ერთი ბოთლი საშუალოდ 177 დოლარი ღირს და ყველა მათგანს ნამდვილობის დამადასტურებელი სერთიფიკატი მოჰყვება. მწარმოებლის განცხადებით, სასმლის ჩამოსხმისას განსაკუთრებული სანიტარული და ჰიგიენური ნორმები იქნა დაცული, რაც სპეციალურად მოწვეულმა ექიმებმა უზრუნველყვეს.
Мои статьи | ნანახია: 759 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 04.11.2012 | კომენტარი (0)


სირაჯები და სირაჯხანა

საქართველოს მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მეტად თავისებურია. შეიძლება ითქვას, რომ მევენახეობა-მეღვინეობის არც ერთ ქვეყანას არ განუცდია ამ კულტურის იმდენი აღმავლობა და დაცემა, რამდენიც საქართველოს. არც ერთი ქვეყანა არ იცავდა სხვადასხვა დამპყრობთაგან მევენახეობა-მეღვინეობას ისე თავგამოდებით, როგორც საქართველო.

საქართველოში არსებობდა ღვინისა და არყის სავაჭრო ადგილები და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულთა საკმაოდ შეძლებული გაერთიანებები. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ძველ საქართველოში, ღვინით მოვაჭრეს ხამარი ეწოდებოდა. გვიან შუა საუკუნეების საქართველოზე მუსლიმური აღმოსავლეთის ძლიერი გავლენის გამო კი ღვინით მოვაჭრეს აღმოსავლური სახელი – სირაჯი დაერქვა, ხოლო ადგილს, სადაც ღვინითა და არყით ვაჭრობდნენ, სირაჯხანას ეძახდნენ.

სირაჯი სპარსული წარმოშობის სიტყვაა და მეღვინეს ნიშნავს, სირაჯხანა კი _ ღვინის სახლს. 
სირაჯხანა ან როგორც მას ქალაქში ეძახდნენ, სირაჩხანა, ძველი თბილისის ერთ-ერთი მთავარ კოლორიტულ ადგილს წარმოადგენდა. სირაჯი კი არა მხოლოდ ვაჭარი, არამედ იმავე დროს მევახშე, მიმწოდებელი (მაგალითად, ვაზის შესაწამლი დანადგარებისა თუ პრეპარატების), მეღვინე, მიკიტანი, მეტიკე და შუამავალიც იყო, ანუ მრავალ ფუნქციას ასრულებდა.
კითხვის გაგრძელება 
Мои статьи | ნანახია: 1025 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 21.10.2012 | კომენტარი (0)

საქართველოს დელეგაციამ გრანდიოზული მიღება ამა წლის 17 მაისს ბაქოში, ევროკლუბში მოაწყო. 
„ჭაჭა ფართი" ასე ერქვა ქართულ საღამოს, რომელიც 19:00 საათზე დაიწყო და დილამდე გასტანა. 

საღამოს წამყვანი მომღერალი ნინი შერმადინი იყო, რომელმაც თავისი სიმღერით მთელი დარბაზი მონუსხა. საღამო ვერიკო ტურაშვილმა ქართული სიმღერით გახსნა, შემდეგ ნინო ძოწენიძემ ააცეკვა დარბაზი, ანრი და მაგდა ჯოხაძეებმა კი საკუთარი დუეტით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი არაჩვეულებრივ ვოკალურ მონაცემებს. 

ევროკლუბში ქართველი ბარმენები აზერბაიჯანულმა მხარემ სპეციალურად მიიწვია. ბარმენებმა ნამდვილი ცეცხლი დაანთეს - ქართული არაყი და ღვინო სტუმრებს განსაკუთრებული ფორმით შესთავაზეს. 
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს 42 ქვეყნის დელეგაციამ იცოდა რომ მათ საქართველოს საუკეთესო ბარმენები ემსახურებოდნენ.არა მარტო ,,ჭაჭა ფართზე" არამედ მთელი ევროვიზიის განმავლობაში.
საღამოს დამთავრების შემდეგ ანრი ჯოხაძემ ქართველ ბარმენებთან ერთად აღნიშნა.

დიდ მადლობას მოვუხდით ქართველ ბარმენებს: გიორგი გოგილაშვილს,ერეკლე კუპატაძეს,
ნიკა გოგილაშვილს,ირაკლი გურალიას,ნიკა შანიძეს,ბექა რაზმაძეს,გიორგი სააკაძეს,პაატა მეპურიშვილსა და აჩიკო პატარკაციშვილს იმისთვის რომ ასახელეს საქართველოს თავისი პროფესიონალიზმით.
 

 
Мои статьи | ნანახია: 762 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 21.10.2012 | კომენტარი (0)



აბსენტი ზურმუხტისფერ-მწვანე ფერის მცენარეული ლიქიორია. იგი ერთ-ერთ იდუმალ სასმელად არის მიჩნეული. ვან გოგის დროინდელ პარიზულ ბოჰემას ძალიან უყვარდა აბსენტი. მას ხოტბას ასხამდნენ გი დე მონასპანი, ედგარ დეგა, ოსკარ უაილდი, პაბლო პიკასო, ვან გოგი და სხვანი. აბსენტს მწვანე ფერია შეარქვეს. მიაჩნდათ, რომ იგი ხელოვანს მესამე თვალს უხსნიდა, შემოქმედებით პროცესებს ააქტიურებდა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში აბსენტი აკრძალეს, რადგან მიაჩნდათ, რომ იგი დაავადება აბსენტიზმს იწვევდა. მის ქრონიკულ მსმელებს ჰალუცინაციები, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება და გაუწონასწორებული ქცევა ჰქონდათ. აბსენტის თაყვანისმცემლები ირწმუნებიან, რომ მის აკრძალვაში მნიშვნელოვანი წვილილი შეიტანეს ღვინის მწარმოებელთა ინტრიგებმა. ამ სასმელს დღეს საფრანგეთში აღარ აწარმოებენ. მის ძირითად მწარმოებლებს შორის არიან ჩეხეთის რესპუბლიკა, ესპანეთი, პორტუგალია და ანდორა.

აბსენტში ძირითადი აბზინდის ექსტრაქტია, მასში კამის, ანისულის, ბარამბოსა და სხვათა ექსტრაქტებიც შედის. ამ მცენარეების ეთერზეთების შესანარჩუნებლად ხსნადი სახით 70-75%_იანი სპირტია საჭირო. დამახასიათებელ მომწარო გემოს სასმელს ნივთიერება ტუიონი აძლევს. ეს ნივთიერება, აბზინდის გარდა, ტუაში, ასფურცელასა და სალბშიცაა. სწორედ ტუიონს მიაწერდნენ გამაბრუებელ თვისებებს.

ისე როგორც სხვა ალკოჰოლური სასმელები, აბსენტიც თავიდან წამალი იყო. ძველმა ეგვიპტელებმა მისი სამკურნალო თვისებები კარგად იცოდნენ, ჰიპოკრატე იმ პაციენტებს უნიშნავდა, ვისაც სიყვითლე, რევმატიზმი და ტკივილები ჰქონდა. რომაელი პლინიუს უმცროსის ცნობით, I საუკუნეში ეტლებით რბოლისას გამარჯვებულებს აბზინდის ფოთლების ნაყენს აძლევდნენ, რათა არ დაევიწყებინათ, რომ სახელი და დიდება შეიძლება მწარეც იყოს. თვითონ პლინიუსი აბსენტს ახალგაზრდობის ელექსირს ეძახდა. მის სახელწოდება ზოგი ბერძნულ "სბსინტიონ”_ს უკავშირებს, რაც "არ ისმევას” ნიშნავს, შესაძლოა მწარე გემოს გამო, ზოგი კი აბზინდის ფრანგულ სახელწოდება – აბსინტეს. შუასაუკუნეების ინგლისში ძალზე პოპულარული იყო ცხელი ლუდი აბზინდით, მას პარლის ეძახდნენ. ზემოჩამოთვლილი სასმელები აბსენტის წინაპრები იყვნენ.

თანამედროვე რეცეპტი XVIII საუკუნეში გამოჩნდა. მას რამდენიმე ისტორიას უკავშირებდნენ. ერთ-ერთის მიხედვით, ეს სასმელი პირველად შვეიცარიაში მცხოვრებმა მადამ ენრიომ დაამზადა. ნაყენით ფრანგი ექიმი პიერ ორდინერი დაინტერესდა. 1792 წელს იგი აბზინდის ნაყენს თავის პაციენტებს უნიშნავდა. მეორე ვერსიით კი, ნაყენის ავტორი თვით ექიმი იყო. მან ცხენით სეირნობისას ველური აბზინდა აღმოაჩინა და ექსპერიმენტები დაიწყო. ნაყენის რეცეპტი მაიორ დიუბიეს ხელში მოხვდა. ამ უკანასკნელმა ვაჟთან და სიძესთან ერთად პირველი საწარმო გახსნა და წამალი პოპულარულ სასმელად აქცია. მან კიდევ ერთი რეცეპტი შექმნა, სადაც აბზინდა ანისულით შეცვალა. ამ სასმელს დღეს პერნოს ეძახიან. აბსენტს განსაკუთრებულ ფერს ქლოროფორმის დამატებით აძლევდნენ. იგი შვეიცარიელებსაც მოეწონათ და ფრანგებსაც.

აბსენტის სუფთა სახით დალევა არც ისე სასიამოვნოა, ამიტომ მისი სმა რიტუალადაა ქცეული. მას წყლითა და შაქრით სვამენ. აბსენტს ჭიქაში ასხამენ, შაქარს კი სპეციალურ  კოვზზე ან ჩანგალზე ათავსებენ, მასზე თხელი ჭავლით წყალს ასხამენ. წყალი შაქარს ხსნის, ეთერზეთები კი სასმელს ამღვრევს. მიაჩნიათ, რომ ტუიონის მოქმედებას ტკბილი წყალი აძლიერებს. ეს კლასიკური ფრანგული რეცეპტია.

აბსენტის მომზადების მეორე წესი იგივეა, ოღონდ შაქრის რიტუალის გარეშე, ფორთოხლის ან ანანასის წვენითა და ყინულით.

მესამე წესი ცოტა სახიფათოა – შაქრის ნატეხს თავდაპირველად აბსენტში ასველებენ და მას ცეცხლს უკიდებენ. როდესაც ჭიქაში სასურველი რაოდენობის შაქრის წვეთები ჩავარდება, მას გაყინულ წყალს ასხამენ. ამ წესით შედარებით ნაზი გემოს მქონე სასმელი მიიღება. მისი დამზადებისას, თუ უსაფრთხოების წესებს არ დაიცავთ, შეიძლება ხანძარიც გაჩნდეს. აბსენტის სასმელს არაფერს უმატებენ და ძალზე გაცივებულს მიირთმევენ.

აბსენტი იმ ტიპის სასმელებს მიეკუთვნება, რომლებიც საჭმლის მონელების სისტემას ააქტიურებს. მას სადილის შემდეგ მიირთმევენ. ისე კი, თუ სუფრაზე ბევრი კერძია, შუალედებშიც სვამენ. რაც შეეხება ტუიონს, თავის დროზე მას შხამად მიიჩნევდნენ. ირწმუნებოდნენ, რომ ამ ნივთიერებით მოწამვლა ვეგეტატური ნერვული სისტემის აგზნებას, კრუნჩხვებსა და გონების დაკარგვას იწვევს. დღევანდელი მწარომებლების აზრით, ეს ნივთიერება სრულიად უვნებელია. მთავარი ზომიერების დაცვაა.

 

Мои статьи | ნანახია: 766 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 21.10.2012 | კომენტარი (0)

image
ტეკილას ისტორია VIII საუკუნეში იღებს სათავეს, როცა ერთ-ერთმა ინდიელმა ტომმა კაკტუსის სახეობისგან-აგავისგან, პულკეს რძისფერი, ქაფიანი, 4-დან 6 გრადუსამდე სიძლიერის წვენის გაკეთება ისწავლა. ლეგენდის თანახმად, ინდიელებმა პულკეს დამოუკიდებლად კი არ მიაკვლიეს, არამედ ამაში ღმერთი დაეხმარათ. აგავის ნაყოფს მეხი დაეცა და იგი ორ ნაწილად გააპო, მისი გულიდან ნექტარი გადმოიღვარა. am wvens adgilobrivebi pulkes
uwodebdnen. დიდი ხნის განმავლობაში პულკე ერთადერთ მექსიკურ ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენდა. ეს იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ესპანელებმა სპირტის გამოხდის ევროპული ტექნოლოგიები არ შემოიტანეს. პირველად აგავის ტკბილი წვენის გამოხდის შედეგად მიღებული პროდუქტი მესკალი 1521 წელს აწარმოეს.

image

არაყი ტეკილა მექსიკაში 1656 წლიდან არის ცნობილი და მისი სახელი

წარმოდგება ადგილობრივი ინდიელების ტომისაგან _ Tequlli, რომელიც მექსიკაში ჩ.წ. III საუკუნიდან ცხოვრობდა. ტეკილას მამად ისტორიამ დონ პედრო სანჩესი დე ტაგლი, ალტამირის მარკიზი შერაცხა, რომელმაც 1600 წელს ტეკილას პირველი ქარხანა დააარსა.

პირველი მწარმოებელი, რომელმაც 1795 წელს მიიღო ლიცენზია ტეკილას ოფიციალური წარმოებისთვის, Jose Maria Cuervo იყო. მარკა "Jose Cuervo" ცოცხალია და წესისამებრ, უძველესად ითვლება.

image
ტეკილას დალევის ტრადიცია მარილით და Limones-ით (მექსიკური ლიმონი,

რომელიც წააგავს ლაიმას) ცნობილია გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან, როდესაც მექსიკაში გავრცელდა გრიპის ეპიდემია. ექიმებს არ გააჩნდათ სამკურნალო საშუალება, ანტიბიოტიკები და ტეკილასთან ერთად მარილის და ლიმონის მიღებას ურჩევდნენ ავადმყოფებს, რადგან მარილი ორგანიზმში აბალანსებს მინერალურ ნივთიერებებს, ხოლო ლიმონი და ალკოჰოლი საკმაოდ ძლიერი ანტიბიოტიკები არიან.

Мои статьи | ნანახია: 773 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 20.10.2012 | კომენტარი (0)


ნავების ერთ-ერთი სადგური, რომელიც მდინარე შარანტის აუზში მდებარეობდა, თავისი ვენახების ხარისხითა და სიძველით ყველასგან გამოირჩეოდა. ამ სადგურს კონიაკი ერქვა. (ქალაქმა კონიაკმა თავისი დასახელება მიიღო ძველი რომაელებისაგან. როგორც წესი, ქალაქებს სახელს ცნობილი პირების საპატივცემულოდ არქმევდნენ. რომის ეპოქის დროს ქ. კონიაკის პრეფექტი იყო კონიუ — Cognu, რომლის სახელს უკავშირებენ კონიაკს. თავდაპირველად ქალაქს ეწოდებოდა კონიუს ქალაქი — Cognu-Acum, შემდგომში დასახელება შეიცვალა და მიიღო დღევანდელი სახელი — Cognac). მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ჰოლანდიური გემები ამ ტერიტორიაზე ცნობილი ღვინოების - 
შამპანისა და ბორდერისთვის შედიოდნენ. ასე იქცა საფრანგეთი ევროპაში ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანად. კონიაკი განსაკუთრებულად პოპულარული მაშინ გახდა, როცა ლუდოვიკო XIV-მ გასინჯა და შეაფასა იგი. სამეფო კარზე სასმელს სანახევროდ წყლით გაზავებულს და მცირე დოზით შეექცეოდნენ. 

1701 წელს, საფრანგეთსა და ინგლისს შორის, ესპანეთის მემკვიდრეობის თაობაზე, ომი გაჩაღდა. საფრანგეთი ინგლისის ფლოტის მიერ ბლოკირებული იყო, რამაც ინგლისში კონიაკის სპირტის ტრანსპორტირებას ხელი შეუშალა. სასმელის დიდი ნაწილი მუხის კასრებში ინახებოდა და როდესაც ის გასინჯეს, განსხვავება იოლად აღმოაჩინეს. მიხვდნენ, რომ სასმელის მუხის კასრებში დაძველების შემდეგ, მისი ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდებოდა-მცირდებოდა მისი სიმაგრე, არომატი უფრო მდიდარი იყო და ფერი და გემო იცვლებოდა. 1909 წლის 1 იანვარს, საფრანგეთში სპეციალური დეკრეტი მიიღეს. მისი შესაბამისობით, დადგენილ იქნა იმ ტერიტორიის საზღვრები, რომლის პროდუქციასაც ყურძნის ბრენდის სახით, აქვს უფლება კონიაკად იწოდებოდეს.

პირველი კონიაკის სახლები XVII საუკუნეში გაჩნდა. მათ შორის უძველესია 1643 წელს დაფუძნებული Augier („ოჟიე"). შემდეგ დაფუძნდნენ უკვე XVII საუკუნეში Martell („მარტელი") — 1715 წლიდან, Remy
Martin („რემი მარტენი") — 1724 წლიდან, Hennessy („ჰენესი") — 1765 წლიდან, Otard („ოტარდი") — 1795 წლიდან. XIX საუკუნეში დაარსებული ფირმებიდან აღსანიშნავია Courvoi­sier („კურვუაზიე") — 1835 წ. და Camus („კამიუ") — 1863 წ. 
Мои статьи | ნანახია: 727 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 20.10.2012 | კომენტარი (0)


"Jack Daniels" ბრენდის ვისკი, რომელიც გამოირჩევა ალკოჰოლური სესმელებიდან, მზადდება 80% სიმინდისგან, 12% ჭვავისგან და 8% სუფთა, მინერალური წყლისგან, რომელიც შეიცავს 40% ალკოჰოლს.

"Jack Daniels" შეიქმნა 1875 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძოდ Tennessee-ის შტატში, ლიქიორის ქარხანაში, რომელიც დაარსებული იყო ჯეკ დენიელსის მიერ.

ჯეკ დენიელსი Tennessee-ის ერთ-ერთი წარმოსაჩენი ბრენდია. ვისკის ფილტრაცია მიმდინარეობს ხის ნაკვერჩხლზე, ნახშირზე. ეს პროცესი უნიკალურია ვისკის შექმნისთვის და ცნობილია ლინკოლნის სახელწოდებით, მსგავსი ფილტრაციის სახე სასმელს მატებს მსუბუქ და მოტკბო არომატს.

"ჯეკ დენიელსის დალევის წესი"

ამ ვისკის მოყვარულებს გირჩევთ მიირთვათ იგი კვების პროცესში, რათა შეიგრძნოთ ვისკის და საკვების არომატი უფრო მკვეთრად. პოპულარული ვარიანტები გამოიყენება:

1) ჯეკ დენიელსი კოკა კოლასთან და ყინულთან ერთად.

2) ვისკი გაციებულ ვაშლის წვენთან ერთად.

კვების დროს ხშირად უნდა გამოიყენოთ ლიმონი. ეს ინგრედიენტი გამოიყენება კოქტეილებშიც, ამ ვისკის დაგემოვნების დროს თქვენ მის მიმართ გაგიჩნდებათ დადებითი ემოციები.

Мои статьи | ნანახია: 845 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 20.10.2012 | კომენტარი (0)


ყველაზე გემრიელი, ყველაზე ენერგიული, ყველაზე სადღესასწაულო, ყველაზე ნაღდი და ყველაზე პოპულარული სასმელი დეამიწაზე, რა თქმა უნდა ეს არის კოკა-კოლა. დღეს ჩვენ გავიგებთ უფრო მეტს ამ ბრენდის და მის პროდუქციის შესახებ. მაშ ასე 10 საინტერესო ფაქტი კოკა-კოლას შესახებ.

1.პირველად კოკა-კოლას სარეკლამო აბრა დაიდგა 1904 წელს, დგას ისევ იმ ადგილას ქალაქ კარტერსვილში (ჯორჯიის შტატი).

2.მაუმარ კადაფის აზრით კოკა-კოლას სამშობლოდ ლივია ითვლება.

3.თუ მთელი წარმოებული კოკა-კოლათი გავავსებთ ბასეინს, რომლის სიღრმე 180 სანტიმეტრი იქნება, მისი სიგრძე 33 კილომეტრს შეადგენს.

4.თუ მთელ წარმოებულ კოკა-კოლას დავარიგებთ ბოთლებით დედამიწის მოსახლეობისთვის, თითოეულს ერგებოდა 1500 ბოთლი.

5.ყველაზე დიდი რეკლამა განთავსებულია ქალაქ არიკაში რომელიც ჩილეშია. ეს რეკლამა განთავსებულია ყველაზე მაღალ ადგილას. კოკა-კოლას რეკლამის სიგანეა - 122 მეტრი ხოლო სიმაღლე - 40 მეტრია.

6. ყოველ წამს დედამიწაზე 8000 ჭიქა კოკა-კოლა ისმევა.

7.თუ წარმოებული 100 წლის განმავლობაში კოკა-კოლას ჩამოვასხავთ ბოთლებში და დედამიწის ორბიტას შემოვავლებთ წრეს, მას 4334 მოუწევს წრის დარტყმა. მთვარემდე გაივლიდა გზას წინ და უკან 1045-ჯერ.

8.თუ კოკა-კოლით სავსე ფინჯანში ჩავდებთ "სტეიკს" და გავაჩერებთ ორი დღე, მას თქვენ ვეღარ იპოვით, რადგან ის აორთქლდება.

9.1989 წელს კოკა-კოლა იყო პრველი უცხოური კომპანია, რომელმაც დადგა თავისი ბრენდის რეკლამა პუშკინის მოედანზე მოსკოვში.

10.კოკა-კოლა ყველაზე ძველი და გრძელვადიანი სპონსორია ოლიმპიური თამაშების. მათი თანამშრომლობა ოლიმპიურ მოძრაობასთან 1928 წელს დაიწყო.

Мои статьи | ნანახია: 753 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 20.10.2012 | კომენტარი (0)

1-10 11-20 21-30 31-37
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
...
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 5
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0