მთავარი » სტატიები » Мои статьи |
რომი
ზღვის რომი სასმელი წყლის შენახვა იყო შეუძლებელი, რადგან ხანგრძლივი მოგზაურობის დროს ფუჭდებოდა, ამიტომ მოგზაურობის დროს მიჰქონდათ წყლის მარაგი კი არა არამედ რომი, ღვინო ან ლუდი. ინგლისელი მეკობრეები ეძებდნენ მაღალი შემოსავლის წყაროებს და რომი ასოცირდება მეკობრეებთან, ეს ტრადიციული კავშირი გახდა უფრო ცნობილი ნაწარმოების წყალობით, ისეთი როგორიცა არის "განძის კუნძული” (1881წ) რობერტ ლუი სტივენსონის. რომის დაკავშირება ბრიტანულ სამეფო ფლოტთან დაიწყეს 1655 წლიდან, როდესაც ბრიტანულმა ფლოტმა დაიპყრო იამაიკა. თავდაპირველად რომი იხმარებოდა სუფთა ან გაზავებული ლიმნის წვენით, 1740 წელს დაიწყეს რომის გაზავება წყლით, რომ დაესუსტებინათ რომის ზეგავლენა მეზღვაურებზე. ადმირალმა ედვარდ ვერნონმა ბრძანა, რომ რომი გაეზავებინათ დალევის წინ, იმ მოსასხამის საპატივსაცემოდ რომელიც ადმირალს ეცვა ცუდ ამინდში. რომის ნაზავს წყალთან დაარქვეს "გროგი”. რომი შედიოდა მეზღვაურების რაციონში 1970 წლის 31 ივლისამდე სანამ არ გაუქმდა ეს წესი. რომი კოლონიალურ ავსტრალიაში რომი გახდა მნიშვნელოვანი სავაჭრო სახეობა ადრეულ პერიოდში კოლონიალურ სამხრეთ უელსისათვის, ასეთი მნიშვნელობა განისაზღვრებოდა იმით რომ მოსახლეობას არ ჰქონდა სახსრები, ასევე სასმელს შეეძლო მოეყვანა ადამიანი ისეთ მდგომარეობაში, რომ მას ცოტა ხნით მაინ ცარ ეფიქრა ცხოვრების დისკომფორტზე კოლონიაში. პატიმარ კოლონისტებს ახალი სამხრეთ უელსის კორპორაციის ჩინოვნიკები აიძულებდნენ ემუშავათ საკუთარ მიწებზე. მოსახლეობაში რომის პოპულარობის გამო კოლონიამ " მთვრალის” რეპუტაცია მიიღო, თუმცა ალკოჰოლის მოხმარების დონე კოლონიაში იყო დაბალი ვიდრე ინგლისში იმ დროს. ღოცა 1806 წელს უილიამ ბლაი გახდა კოლონიის გუბერნატორი, მან სცადა აღმოეფრქვა ლოთობის პრობლემა, კანონმდებლობის აკრძალვით რომი გამოეყენათ როგორც გაცვლა გამოცვლის საშუალება, საპასუხოდ ამ ინიციატივისა კორპორაცია ახალი უალსისა გამოვიდა შეიარაღებული პროტესტით და დააპატიმრა ბლაი, გუბერნატორ მაკუორის მოსვლამდე 1810 წელს. კარიბის ღია ფერის რომი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მთელი დამზადებული რომი იყო მძიმე ან მუქი, რომელიც ითვლებოდა შესაფერისად ღარიბი მუშებისათვის. რომის ბაზრის მოცულობის გაზრდის მიზნით ესპანეთის სამეფო პალატამ დაარსა პრიზი იმისთვის, ვინც გააუმჯობესებს რომის წარმოების პროცესს, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო. ერთერთი მნიშვნელოვანი ფიგურა პროცესის გაუმჯობესებაში იყო დონ ფაკუნდო ბაკარდი მასსო, რომელიც 1843 წელს გადასახლდა ესპანეთში ქ. შანტიაგო დე კუბა. მისმა ექსპერიმენტმა დისტილაციის ტექნოლოგიასი, ნახშირით ფილტრაცია, საფუარის კულტივირება და დაყენებამ მუხის კასრებში გამოიწვია უფრო რბილი სასმლის მიღება, დღეს ცნობილია როგორც "ღია რომი”. Aასეთი რომის წარმოებისთვის დონ ფაკუნდომ 1862 წელს დაარსა კომპანია "ბაკარდი”. რომის კატეგორიზაცია რომის გაყოფა მნიშვნელოვან ჯგუფებად გართულებულია იმით, რომ არ არსებობს ერთნაირი სტანდარტი. ამის ნაცვლად რომი განისაზღვრება სხვადასხვა წესებით და კანონებით ქვეყნების რომლებიც აწარმოებენ ამ სასმელს. განსხვავება მათ შორის არის: სასმლის სიმაგრე, დაყენების მინიმალური დრო და სათაურის სტანდარტები. სიძლიერის განსხვავების მაგალითად შეიძლება გახდეს კოლუმბია, რომლის წესები ითხოვს , რომ ამ ქვეყანაში წარმოებული რომი იყოს 50 გრადუსი, ხოლო ჩილეში და ვენესუელაში კი- 40 გრადუსი. დაყენების დრო სხვადასხვა ქვეყნებსჰი განსხვავებულია, მაგალითად მექსიკაში არა ნაკლები 8 თვე, დომინიკის რესპუბლიკაში-1 წელი, ვენესუელაში-2 წელი, კუბაში – 3 წელი ოქროს რომისთვის. 7 წელი- მუქი რომისთვის, ხოლო თეთრი რომისთვის ვადა არ არსებობს. დასახელების სტანდარტების განსხვავდება, მაგალითად: არგენტინაში რომი იყოფა ჯგუფებად” თეთრი, ოქროს, ღია და ექსტრა-ღია რომებად. ბარბადოსზე იყენებენ ტერმინს "თეთრი”, "მაგარი” და "დაყენებული”. აშშ-ში რომი, "რომ-ლიქიორი” და "არომატიზირებული რომი”. კარიბის ყოველ კუთხეს აქვს თავისი უნიკალური მეთოდი რომის დაყენებისა. ეს მეთოდები შეიძლება დაჯგუფდეს ენის მიხედვით, რომელზედაც საუბრობენ იმ ტერიტორიაზე. ესპანურ ენაზე მოლაპარაკე კუნძულზე ამზადებენ რბილ და ღია რომს. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე კუნძულები-უფრო მუქს და მკაფიო გემოთი, იამაიკის რომი, ტიპიური წარმომადგენელია ამ სტილის. ფრანგომოლაპარაკე კუნძულებზე-შაქრის ლერწმის მეთოდით, ტიპიური წარმომადგენელი "რომი მარტინიკი” და "გვადალუპა”. ბრაზილიაში ამზადებენ სპირტ-სასმელს, რომელიც ძალიან ჰგავს რომს-კაშასა. ინდონეზიაში "batavia arrak” ან "arrak”, რომლის წარმოებაშიც იყენებენ ბრინჯს და რომელიც ჰგავს რომს. ცენტრალურ ამერიკაში და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთში იწარმოება სპირტის სასმელი, ცნობილი როგორც"aguardiente”, ის დისტილირდება სიროფიდან. დაყენებული ანისულით, რომელსაც ემატება დანამატი პორცია ლერწმის წვენის ( მაგალითად კოლუმბიაში ანისულის აგუარდიენტე-ს აქვს 30 გრადუსი სიძლიერე). სახეობები სახეობების სათაური და რომის მრავალფეროვნება დამოკიდებულია ადგილმდებარეობებზე, სადაც იწარმოება რომი. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, შემდეგი ტერმინები ხშირად გამოიყენება რომის სხვადასხვა ტიპის დასადგენად. ღია ფერის რომი ხასიათდება მსუბუქად გამოხატული გემოთი, გარდა დამახასიათებელი სიტკბოსი და გამოიყენება როგორც საფუძველი კოქტეილისთვის. ღია ფერის რომს ზოგჯერ ფილტრავენ რომ მოაშორონ ნებისმიერი ფერი. ოქროს რომი, აგრეთვე ქარვის რომი-დაყენებული რომი საშუალო სიმკვრივისაა, ასეთი რომის გემო შეიძლება დამოკიდებული იყოს დანამატზე სპეციი, კარამელი, მაგრამ ისტორიულად იღებს თავის ფერს როდესაც ისხმება ხის კასრებში. მუქი რომი აგრეთვე შავი რომი,, ოქროს რომზე უფრო მუქია და როგორც ყოველთვის იყენება გადამწვარ კასრებში. მას გააჩნია უფრო ძლიერი გემო. არომატიზირებული რომი – ზოგიერთმა წარმოებებმა დაიწყეს რომის გაყიდვა სხვადასხვა ხილის თუ ციტრუსის არომატის დანამატებით, მაგ: მანგო, ფორთოხალი, ლიმონი, ქოქოსი. ასეთი რომის სიძლიერე შეადგენს 40 გრადუსს. მაგარი რომი – ეს რომი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე სტანდარტული 40 გრადუსიანი, ამ რომის სიძლიერე 75 გრადუსია. "დაყენებული რომი” უწოდებენ რომს რომლის ასაკი 5 წელზე მეტია და გამოიყენება როგორც ვისკი, დაყენებულ რომს აქვს უფრო ძლიერი ხასიათი და გემო. არსებობს რომი პრემიუმ კლასის და სუპერ- პრემიუმ, ისეთი როგორც "Appleton Estates 21 year old Jamaica rum”. რომის ელექსირი – ეს სტანდარტულ 40 გრადუსიან რომზე უფრო სუსტია 30 გრადუსზე ოდნავ მეტი. ასეთი რომის ყველაზე გავრცელებული მარკა - "Legendario Elixir de Cuba”. წარმოების მეთოდები კონიაკისა და ვისკის დამზადებისგან განსხვავებით, რომის ერთნაირი დამზადების მეთოდები არ არსებობს, ამის ნაცვლად რომის წარმოება დაფუძვნებულია ტრადიციებზე, რომლებიც განსხვავდება სხვადასხვა ადგილმდებარეობებში. დუღილი შაქრის ლერწამი რომი ძირითადად იწარმოება სიროფიდან, კარიბებზე სიროფის ძირითადი მოცულობა შემოიტანება ბრაზილიიდან. რომ დაიწყოს დუღილი ძირითად ინგრედიენტს ემატება საფუარი და შესაძლოა წყალი. ზოგი ენდობა ნატურალურ საფუარს, ზოგი კი გამოიყენებს საფუარის განსაკუთრებულ სახეობას, რომ მიიღოს გარკვეული გემო. რომის მწარმოებელიისეთი როგორიც არის "Bacardi” უპირატესობას ანიჭებს ჩქარ საფუარს. დისტილაცია როგორც სხვა რომის ასპექტებისთვის არ არსებობს სტანდარტული მეთოდი დისტილაციისთვის, ზოგი მწარმოებელი უშვებს რომს პარტიებად, უმრავლესობა მწარმოებლების გამოიყენებს ვერტიკალურ დისტალაციას. კუპაჟირება ბევრ ქვეყნებში რომს აყენებენ ერთ წელიწადს. დაყენება ხდება კასრებში "ბურბონისგან”. ტროპიკული კლიმატის გამო, უმრავლეს ქვეყანაში სადაც იწარმოება რომი მწიფდება უფრო სწრაფად ვიდრე კონიაკი ან ვისკი. ამ სისწრაფის მაჩვენებელია "ანგელოზის წილი”. სასმელები დაყენებული საფრანგეთში ან შოტლანდიაში კარგავენ წელიწადში დაახლოვებით 2%-ს აორტქლების საშუალებით, ხოლო რომის მწარმოებლები 10%-ს. დაყენების შემდეგ რომს უკეთებენ კუპაჯირებას სათანადო გემოს მისაღებად. ამ პროცესის მსვლელობაში ღია ფერის რომი იფილტრება გაუფერულებისთვის. მუქი რომის დამზადებისას მას ემატება კარამელი, რომ მიეცეს სათანადო ფერი. Bacardi ეს მოხდა კუბაში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. მეღვინე დონ ფაკუნდო ბაკარდი, ესპანეთიდან, კატალონიის პროვინციიდან ემიგრირებული იყო კოლონიალურ ქალაქშისანტიაგო-დე-კუბა. იმ დროისთვის რომი საკმაოდ მწველი და იშვიათი სასმელი იყო-უხეში და ცუდად წარმოებული, რისთვისაც თავის დროზე იგი კარიბელმა მეკობრეებმა შეიყვარეს. მისი დალევა მიღებული არ იყო მაღალ საზოგადოებასა და მდიდრულ მიღებებზე. მაშინ დონ ფაკუნდომ გადაწყვიტა "ცივილიზებული" რომი შეექმნა და თავისუფალ დროს დაიწყო ექსპერიმენტები ამ სასმელის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. იგი ტექნოლოგიური პროცესის ყოველ ეტაპზე ექსპერიმენტს ატარებდა. შემადგენელ ნივთიერებებს, ფერმენტაციასა და გამოხდის პროცესს ცდიდა. ამის შემდეგ, დონ ფაკუნდომ ჩაატარა ოპერაცია, რომელიც იმ დრომდე არავის ჩაუტარებია და სპეციალური ფილტრის გამოყენებით რომის დარბილება განახორციელა. ექსპერიმენტის შემდეგი ეტაპი სასმელის მუხის კასრში განთავსება და გემოს შერჩევა იყო. იგი, როგორც მეცნიერი და მომავალი ღვინით მოვაჭრე, თავის სამუშაოს სპეციალურ კატალოგში აღწერდა. ის სპეციალდებოდა კარგ ღვინოზე და მიღებულ შედეგებს აფასებდა. საბოლოო ჯამში, მან შეძლო მიეღო პროდუქტი, რომელიც სტანდარტებს პასუხობდა. სხვებისგან განსხვავებით, დონ ფაკუნდოს რომი უფრო რბილი და სუფთაიყო. Bacardi-ს რომთან შედარებით, ადგილობრივი სასმელები უფრო ძლიერი და მძიმე გახლდათ, მომხმარებლებს წამალს აგონებდა. დონ ფაკუნდოს მსუბუქი რომი კი, მუქი ფერის და საუცხოო არომატის მქონე იყო. იგი არა თუ რომის სახეობებისგან, არამედ სხვა სპირტიანი სასმელებისგანაც განსხვავდებოდა. სუ ლმალე, ახალმა პროდუქტმა ბევრი თაყვანისმცემელი შეიძინა მაღალ საზოგადოებაში, ასევე გურმანებსა და დამოუკიდებლად მოაზროვნეთა შორის მსოფლიოს მასშტაბით. "ბაკარდის" რომის საშუალებით ფასდება რომ ის სხვა სახეობათა ხარისხი 1862 წლიდან დღემდე. სულ მალე დონ ფაკუნდო მიხვდა, რომ საჭიროა შეიქმნას სავაჭრო მარკა, რომლის გამოცნობაც უფრო იოლი იქნებოდა. ასეთ ნიშნად ცნობილი მფრინავი თაგვიიქცა. ახლა ბაკარდის მფრინავი თაგვის სიმბოლოს ენთუზიაზმით იღებენ მსოფლიოს 170-მდე ქვეყანაში, სადაც იყიდება და გამოიყენება რომი Bacardi. მისი პოპულარობა რეალური მაშინ გახდა, როცა Bacardi-სა და Coca Cola-ს ნარევის პოპულარობა მთელს კუნძულს მოედო. ეს გასული ასწლეულის ბოლოს მოხდა, როცა კუბელები დამოუკიდებლობისთვის ესპანელ კოლონიზატორებთან იბრძოდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები კუბაში ჩამოსხეს. ერთ მშვენიერ დღეს, ამერიკის ერთ-ერთი კორპუსის ვალდებულებებისგან გათავისუფლებული ჯარისკაცების ჯგუფი ძველი ჰავანის ერთ-ერთ ბარში იჯდა. ფაუსტო როდრიგესი, ახალგაზრდა მიმტანი იხსენებს, ბარში ამერიკელი კაპიტანი შევიდა და Bacardi-თან ერთად Coca Cola, ყინული და ლიმონის ნაჭერი მოითხოვა. კაპიტანმა სასმელი ისეთი სიამოვნებით დალია, რომ გვერდით მჯდომთა ყურადღება მიიქცია. მათ ბარის მფლობელს ასეთივე კომბინირებული სასმელი შეუკვეთეს. სულ რამდენიმე წუთში ეს ორიგინალური ნაერთი საღამოს პოპულარულ სასმელად იქცა. ახლა ყოველწლიურად, მსოფლიოში Bacardi-სა და Cola-ს 5 მილიარდზე მეტი ულუფა, ხოლო წამში 130 ბოკალი Bacardi & Cola იყიდება. | |
ნანახია: 1095 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |
სექციის კატეგორიები
Мои статьи [37] |
...
ჩვენი გამოკითხვა
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0