მთავარი » სტატიები » Мои статьи |
ტეკილა
ისტორია ტეკილას წარმოება დაიწყო მე-16 საუკუნეში ქ. ტეკილას მახლობლად, რომელიც ოფიციალურად იყო დაარსებული 1656 წელს. აცტეკები ამზადებდნენ აგავისგან ფერმენტირებულ სასმელს, რომელსაც უწოდებდნენ "ოქტლი”, (მოგვიანებით მან მიიღო უფრო პოპულარული სახელწოდება "პულკე” ) დიდი ხნით ადრე ესპანელების შემოსვლამდე 1521 წელს. ღოცა ესპანელ კონვისტადორებს დაუმთავრდათ მათი საკუთარი ბრენდი, მათ დაიწყეს აგავის გადამუშავება და წარმოება. პირველი ჩრდილოეთ ამერიკული ალკოჰოლური სასმელი (პირველი ვერსიით მისი სახელწოდება იყო "მესკალი”). მე-17 საუკუნის მარკიზი პედრო სანჩესი და ტახლემ დაიწყო ტეკილას სერიული წარმოება პირველ სპეცირიალიზირებულ ღვინის ქარხანაზე. თანამედროვე შტატის ხალისკოს ტერიტორიაზე 1608 წელს კოლონიალური ახალი გალისიის მმართველმა დაიწყო საშემოსავლო გადასახადის აგროვება ამ პროცედურიდან. ცისფერი აგავის კულტიზაცია კი დაიწყო 1758 წელს (იდეის ავტორი-დონ ხოსე ანტონიო დე კუერვო). ტეკილა, რომელიც დღეს პოპულარულია, პირველად სერიულად იყო დამზადებული მე-19 საუკუნის დასაწყისში გვადალახარაში, მექსიკაში. ამჟამად ბაზარზე წარდგენილია ცნობილი სავაჭრო მარკები La Hacienda Los RESERVA 1800tm და 1800 Tequila tm კომპანიის იმ წლის აღსანიშნად, როცა იყო გამოშვებული პირველი წარმატებილი ტეკილა. 1800 წელს გამოშვებული ტეკილას რამოდენიმე დიდი პარტია (თუმცა არა პირველი გამოშვებიდან) შენარჩუნდა ახლანდელ დრომდე და იყიდება დღეს როგორც კომერციული პროდუქტი. ეს ტეკილა პრემიუმი მეხსიერების ხარკია პირველი მწარმოებელი ოსტატებისა. უახლესი ისტორია 1990 წლის ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში მთელ მსოფლიოში გაზრდილმა პოპულარობამ გააღვიძა კორპორაციების ინტერესი სასმელი ინდუსტრიის მიმართ (ძირითადად ამერიკაში). ყველაზე შესამჩნევ მიღწევების რიცხვში შეიძლება შეტანილი იყოს: შეძენა ბრენდის Cabo Wabo მუსიკოს სემი ხაგარის მიერ. შეძენა ბრენდის El Tesoro მსხვილი ჰოლდინგის კომპანიის ფორტუნე ბრენდს-ის მიერ. წარმოება El Tesaro, შერეული ტეკილას, დაყენებული ფრანგული მუხის კასრებში, რომლებსაც იყენებდნენ კონიაკისთვის. ჭეშმარიტი პოპულარობა სასმელმა მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე მექსიკაში 1968 წელს. მექსიკურმა მწარმოებლებმა 1974 წელს მოიპოვეს ექსკლუზიური დაუფლება ბრენდის "ტეკილას” გამოყენებაზე მთელ მსოფლიოში. TMA- მცენარეების დაავადება რომელმაც შეამცირა აგავის მოყვანის მოცულობა, რომელიც გამოიყენება ტეკილას დამზადებისთვის. ამ ფაქტორმა გამოიწვია წარმოების შემცირება და ფასების ზრდა 2000 წ. დასაწყისში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მცენარე დიდხანს იზრდება, სავარაუდოა, რომ მოახდენს ზეგავლენას წარმოების მოცულობაზე და ფასებზე კიდევ რამოდენიმე წლის განმავლობაში. ტეკილას სახეობები ტეკილა როგორც ყოველთვის იფუთება ერთი კატეგორიის ბოთლებში: პლატა ან ბლანცა ("ვერცხლის”-დაყენებული არაუმეტეს 2 თვე). Gold ("ოქროს” ტეკილა, შეფერილი ის რომ დაემსგავსოს დაყენებულ ტეკილას). Reposado ("დასვენებული” დაყენებული 1 წლამდე). Anejo ("დაყენებული” ან " ძველებური”-დაყენებული 1-დან 3 წლამდე). Extra anejo ("ექსტრა დაყენებული – ნებისმიერი ტეკილა, რომლის დაყენების ვადა აღემატება 3 წელს, გამოჩნდა 2005 წლის ოქტომბრიდან). სიძლიერე კლასიკური ტეკილას ბლანცა 55 გრადუსია. შანამ ჩაასხავენ ბოთლებში, ტეკილას აზავებენ წყლით 40 გრადუსამდე. მთლიანად ტეკილა იყოფა ორ ჯგუფად, რომელიც გამოირჩევა აგავის წვენის პროცენტული შემადგენლობით. პირველი ჯგუფი - Tequila 100% Agava ან "premium”, ამ ჯგუფს ეკუთვნის ტეკილა, დამზადებული განსაკუთრებულად ცისფერი აგავის წვენისგან. Eეს შეიძლება იყოს დაშუშული მხოლოდ შიგნით რეგიონში. ასეთი სასმელი აუცილებლად აღნიშნულია: "agave” ან "100% puro de agave”. მეორე ჯგუფი – Tequila mixta ან "სტანდარტი”. აქ შედის შერეული შაქრების სასმელები. მექსიკური კანონმდებლობის თანახმად, მათ შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არა ნაკლებ 51% შაქარი მიღებული ცისფერი აგავის წვენიდან. დანარჩენი ნაწილი შეივსება სხვა შაქრისშემცვლელ პროდუქტების ხარჯზე. მაგ: ლერწმის შაქრის ან სიმინდის სიროფის. მკაცრი რეგლამენტაციები დანამატების შემადგენლობაზე არ არსებობს. ყოველი მეწარმე გამოიყენებს საკუთარ რეცეპტურას და ამიტომაც სხვადასხვა მარკას აქვს ინდივიდუალური გემო. ასეთი სასმელების ეტიკეტზე აღნიშნულია ტერმინი: "Tequila”. დაყენების პროცესი უცვლის ფერს ტეკილას, მაგრამ სითხე ზოგჯერ შეიძლება იყოს შეფერილი კარამელით, რომ მიიღოს უფრო მუქი ფერი, რომელიც მეტყველებს უფრო ხანგრძლივ დაყენების პროცესზე; "anejo”- როგორც ყოველთვის უფრო მუქია, "reposado” - ნაკლებად მუქი, პლატა -კი საერთოდ არ არის შეფერადებული. ანონმდებლობა ტეკილას დაცვის შესახებ DOT 1974 წ. მექსიკურმა ხელისუფლებამ გამოაქვეყნა "დეკლარაცია" Tequila-ს სათაურის დაცვის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მექსიკას აქვს პრეტენზია ჰქონდეს განსაკუთრებული უფლებები გამოიყენოს სიტყვა " Tequila” და მხოლოდ ალკოჰოლური სასმელები დამზადებული ცისფერი აგავისგან (Agave Azul ან Agave Tequiliana Weber Blue), გაზრდილი ოფიციალურად მითითებული მექსიკის რაიონებში, NOM-ის სტანდარტის თანახმად, შეიძლება იყოს მარკირებული როგორც ტეკილა, მყოფი საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, პარიზის კონვენციის დაცვის წარმოების საკუთრების და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, მექსიკამ მიიღო დაცვა "tequila” როგორც მექსიკის ექსკლუზიური პროდუქტი, ტეკილა ეკუთვნის მექსიკას და მხოლოდ მექსიკას. მექსიკური მთავრობა არის ფაქტიური მფლობელი სათაურის "ტექუილა”. ებისმიერი, ვისაც გაუჩნდება სურვილი აწარმოოს "tequila”, უნდა მიიღოს ნებართვა ან ლიცენზია მექსიკის მთავრობისგან, მექსიკური ინსტიტუტის წარმოების საკუთრების მეშვეობით. ფიციალურად დამტკიცებული რეგიონები ტეკილას წარმოებისთვის, განსაზღვრული DOT- ით შეიცავს მთელ ჰალისკოს შტატს (გვადალახარას ადმინისტრაციული ცენტრის, აგრეთვე 4 მიმდებარე შტატი: გუანახუატო, მიჩოიკანა, ნაირიტი, ტამაულიპასი. მხოლოდ ეს რაიონები ფლობენ კლიმატირ და ნიადაგურ პირობებს, რომელიც ხელსაყრელია ცისფერი აგავის დამწიფებისათვის. NOM – Norma Oficial Mexicana de Calidad – მექსიკის სახემწიფო სტანდარტი რეგლამინტირებას უკეთებს ტეკილას წარმოებას, დასხმას და მარკირებას. Iს ცნობილია როგორც "NOM – 006 – SCFI – 1994 Alcoholic Beverages Tequila Specificication”. NOM – ადგენს ოფიციალურ სტანდარტს "tequila”-სთვის, "tequila 100% agave” და ყველა ტეკილას ოთხივე შტატისთვის: Blanco, Joven, Repesado, Anejo. ის ადგენს ტეკილას ქიმიურ და ფიზიკურ დახასიათებებს და აგრეთვე აგავის დახასიათებას, რომელიც გამოიყენება წარმოებაში. ეს კანონი შეიცავს წესებს, რომლებიც არეგულირებენ მის დასხმას და მარკირებას, ტეკილას ყოველ ბოთლზე უნდა გამოისახებოდეს NOM- ნომერი, მინიჭებული მექსიკის ხელისუფლების მიერ ყოველ მეწარმეზე და განსაზღვრავს სინამდვილეში ვინ აწარმოებს ამ ტეკილას. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ სხვადასხვა კონკურირებულ მარკებსაც კი გააჩნიათ ერთნაირი NOM- ი, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი დამზადებულია ერთი და იმავე ქარხანის მიერ, მიუხედავად რეალური ან გამოგონილი წარმოშობის ლეგენდისა. ფაქტიურად მექსიკაში არსებობს დაახლოვებით 110 ლიცენზირებული მწარმოებელი, რომლებიც საერთო ჯამში უშვებენ 1000 სხვადასხვა ტეკილას მარკას. ძოგჯერ კომპანიები ცვლიან დისტილიატორებს, ამიტომაც ეტიკეტზე იცვლება NOM. CRT - Consejo Regulador del Tequila (ტეკილას წარმოების ზედამხედველობის კავშირი). CRT- ეს ორგანიზაცია, შექმნილია მექსიკის ხელისუფლების მიერ წარმოების ზედამხედველობისთვის, დასხმის და მარკირების NOM- შეთანხმების. CRT- იყო დაფუძნებული 1994 წ. ტეკილას მწარმოებლების პალატის ინიციატივით, როგორც კერძო არაკომერციული ორგანიზაცია კონტროლისთვის და ტეკილას დამზადების პროცესის სერთიფიკაციისთვის. ის ინტეგრირებულია ტეკილას წარმოების სფეროებში, აგავის წარმოებაში დაშუშული და მარკეტინგის CRT- სტრუქტურებში. ორგანიზირებულია ხუთ სხვადასხვა განხრებში: კონტროლის, სერთიფიკაციის, სოფლის მეურნეობაში, ხარისხის კონტროლში და ადმინისტრაციულსში. თეკილას დაცვისა და NOM- ის დაცვის მიზნით CRT- ში მუშაობს კარგად მომზადებული პროფესიონალების გუნდი, რომელიც განახორციელებს მუდმივ ზედამხედველობას ტეკილას წარმოების მიმართ. CRT- ს ინიციატივით იყო დახურული არაერთი წარმოება, რომელიც არ იცავდა სტანდარტებს – დროებით და ზოგჯერ სამუდამოდ. | |
ნანახია: 930 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |
სექციის კატეგორიები
Мои статьи [37] |
...
ჩვენი გამოკითხვა
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0