მთავარი » სტატიები » Мои статьи

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 37
ნაჩვენებია მასალა: 31-37
გვერდები: « 1 2 3 4

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
 

ინდური ვისკი მსოფლიოს
იპყრობს!!!

ინდური ვისკის ხსენებაზე ამ სასმლის შეჭმარიტ დამფასებლებს ადრე ალბათ მხოლოდ გაეღიმებოდათ, მაგრამ დღეს ვითარება შეიცვალა და როგორც ჩანს, ინდური ვისკი უკვე მსოფლიოს იპყრობს.
ვისკი, სახელად Amrut,  ინდოეთის ქალაქ ბანგალორში (კარნატაკას შტატი), ზღვის დონიდან 914 მეტრზე გაშენებულ ქალაქში ისხმება. ამა წლის მარტში ეს პროდუქტი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე შევიდა, მანამდე კი, ხუთი წლის განმავლობაში, წარმატებით იყიდებოდა ევროპის, კანადისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სუპერმარკეტებში. ამერიკაში Amrut–ის ხუთივე სახეობა: Amrut Single-Malt, Amrut Single-Malt Cask Strength, Amrut Single-Malt Peated, Amrut Single-Malt Peated Cask Strength,  Amrut Fusion  გაიყიდება და სახეობის მიხედვით, 45-დან 72 დოლარამდე ეღირება.
საგულისხმოა, რომ სწორედ აშშ-ში დებიუტამდე ცოტა ხნით ადრე ვისკის აღიარებულმა ამერიკელმა ექსპერტმა – ჯიმ მიურეიმ Amrut–ის ერთ-ერთ სახეობას, Amrut Fusion–ს მსოფლიოს საუკეთესო ვისკებს შორის მესამე საპატიო ადგილი მიაკუთვნა. ამის შესახებ ცნობილი გახდა მისი 2010 წლის ,,ვისკის ბიბლიიდან”, რომელშიც ამ სასმელს 97 ქულა აქვს მინიჭებული. ვისკი ყვავილებისა და კვამლის არომატით ხასიათდება, მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ფორთოხლის ქერქის, ფინიკის, კარამელისა და ვანილის ნოტები. ინდური ვისკის ასეთმა მაღალმა შეფასებამ და საყოველთაო აღიარებამ ამ სასმლის თაყვანისმცემელთა ნამდვილი შოკი გამოიწვია, რა გასაკვირია და, განსაკუთრებით შოტლანდიაში აღშფოთდნენ.
ინდოეთში უკვე დიდი ხანია, ხორბლის სხვადასხვა სახეობებისგან დაბალი ხარისხის ვისკის ხდიან. ამასთან, ქვეყანაში ვისკის მუხის კასრებში დავარგებისთვის არასათანადო პირობებია, განსხვავებით შოტლანდიის, ირლანდიისა და თუნდაც იაპონიისგან. ტემპერატურული რეჟიმისა და ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობის გამო ამ სასმლის დავარგების დრო ინდოეთში მეტად შემცირებულია. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ Amrut –ის არცერთი პროდუქტის ეტიკეტზე ინფორმაცია დაძველების შესახებ დატანილი არ არის. მიუხედავად ვისკის წარმოებისთვის ასეთი არასახარბიელო პირობებისა, Amrut -მა მაინც შეძლო ხარისხიანი პროდუქციის გამოშვება. ამის ერთ-ერთი მაგალითია სწორედ Amrut Fusion , რომლის სახელიც ინგლისურად ,,შერწყმას, გაერთიანებას” ნიშნავს – ეს ვისკი ხომ ინდური (კერძოდ კი, პენჯაბური) და შოტლანდიური ქერის შერევის შედეგად იხდება.
Мои статьи | ნანახია: 641 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 15.10.2012 | კომენტარი (0)



კოქტეილი                                       

სიტყვა "კოქტეილის” (cocktail) წარმოშობის ისტორია დღემე სადავოა და ალბათ ზუსტად არც არასდროს გაირკვევა. ლექსიკონებში კოქტეილი განმარტებულია, როგორც მასტიმულირებელი სასმელი, რომელიც სხვადასხვა ალკოჰოლიანი სასმელის, შაქრისა და მწარე ნაყენისგან მზადდება..
ლეგენდარული წარსული:
როგორც  ყველაფერს, რასაც გაურკვევლობის ბურუსი ფარავს, კოქტეილის წარმოშობასაც ლეგენდებით მოსავენ. ერთ-ერთის თანახმად, მექსიკელმა პრინცესამ, რომელსაც სახელად ხოკტლმა ერქვა, ამერიკელ სტუმარს სასახლის კარზე დამზადებული სასმელი მიართვა. სტუმარს იგი ძალიან მოეწონა, მასპინძლის სახელი სასმელისაში აერია და კოქტეილად "მონათლა”.
მეორე ლეგენდით, კოქტეილი ინგლისური "კოკ ელისგან” წარმოიშვა და ,,მამლის ლუდს" ნიშნავდა, დღეს ასეთი სახელწოდების სასმელი აღარ არსებობს. ძველად კი, როდესაც მამლების ბრძოლა ერთადერთი სანახაობა გახლდათ ამერიკაში,რომელიც ესპანელებმა ჩაიტანეს, მოჩხუბარ მამლებს ალკოჰოლიანი სასმელების ნაზავით გაჟღენთილი ხორბლის მარცვლებით კვებავდნენ, ეს მათ ძალას მატებდა და ბრძოლაც უფრო საინტერესო იყო. ერთხელაც ასეთი ბრძოლის დამთავრების შემდეგ წაგებული მამლის პატრონმა,მოგებული მამლის პატრონს თავისი მამლის კუდი უბოძა.მოგებული მამლის პატრონმა შერეული სასმელი რომელსაც ასეთი ბრძოლების შემდეგ მიირთმევდნენ,კუდით მოურია. მზიანი ამინდი იყო. მზის სხივზე კუდმა მრავალფრად აირეკლა.იქვე მდგომმა ერთ-ერთმა წამოიძახა ,,კოკტაილ" რაც მამლის კუდს ნიშნავს. 
მალე ახალი სასმელი დასავლეთის სალუნების(ბარების) აუცილებელ ატრიბუტად გადაიქცა.
სხვა ვერსიაში ქალი, ვინმე ელიზაბეტ ფლენეგენი ფიგურირებს. იორკთან ახლოს ლუდხანა ჰქონია და ჯარისკაცებს ვისკის, რომისა და სხვადასხვა ხილის წვენისგან ნაზავით უმასპინძლდებოდა. სასმელის ფერების დანახვისას, ერთ ფრანგ ოფიცერს უთქვამს: გაუმარჯოს მამლის კუდსო!. სხვა გადმოცემით, ქალმა მამლის კუდით სასმისი შეამკო და ამის გამო დაიმკვიდრა სასმელმა ასეთი სახელი. ესპანელები კი ირწმუნებიან, რომ კოქტეილი ესპანური სიტყვაა - კოლა დი გალო და ისიც მამლის   კუდს ნიშნავს.
კოქტეილის ბოკალი.
ერთ-ერთი ვერსია კოქტეილის ბოკალის, ფრანგ ფარმაცევტ, პეიშოსთანაც არის დაკავშირებული.იგი ახალ ორლეანში 1775 წელს ერთ-ერთ დაწესებულებაში სთავაზობდა ხალხს უჩვეულო ბოკალში შერეულ სასმელებს,რომლებშიც შედიოდა სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი, შაქრი და მწარე ნაყენები.
 
მაგრამ ისიც აღსანიშნავია რომ 1793 წელის 16 ოქტომბერს, სიკვდილით დასაჯეს(გელიოტინით მოკვეთეს თავი) საფრანგეთის დედოფალი მარია ანტუანეტა.როდესაც იგი სამსჯავროზე ადიოდა,რათა განაჩენი სისრულეში მოეყვანათ,იგი დაიხარა გელიოტინისკენ, მას გამოუჩნდა მკერდი რომლის ფორმაც აიტაცეს იმ დროს შუშაზე მომუშავე ოსტატებმა და დღეს ასეთი ბოკალი არის კოქტეილის ბოკალი,რომელიც აუცილებელი ატრიბუტი გახდა ბარისა და ბარმენთა ცხოვრებაში.
კოქტეილის დამზადება ხელოვნებაა?
აღიარებული ფაქტია, რომ კოქტეილის დამზადება სასმელების მექანიკური შერევა კი არა, ხელოვნებაა. კოქტეილი სულ მცირე, ორ სხვადასხვა სასმელს უნდა შეიცავდეს. როგორც წესი, მთავარი კომპონენტია - ვისკი, ბრენდი, ვოდკა და ყინულია.
კლასიფიკაცია: კოქტეილები ორ დიდ ჯგუფად იყოფა - აპერიტივები და დიჯესტივები.

ა) აპერიტივი მადისაღმძვრელი ალკოჰოლიანი სასმელია; მას სადილის წინ მიირთმევენ. საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას უწყობს ხელს. კოქტეილ-აპერიტივებს ჯინით, ვისკით, ვოდკით, კონიაკით, რომით, ბრენდით, თეთრი ან წითელი ვერმუტით, ლიქიორით, სადესერტო ღვინოებითა და არააკოჰოლური წვენებით ამზადებენ.
მათ ჩხირის გარეშე, სირჩით (ე. წ. ბოკალი) და ჭიქით სვამენ. 
 ბ) კოქტეილ-დაიჯესტივებს კი პირიქით - სადილის შემდეგ მიირთმევენ, საჭმლის მომნელებელი სისტემის გასააქტიურებლად. ამ ტიპის ბევრი სასმელის გემო მეტისმეტად ტკბილიდან მჟავემდე იცვლება. ზემოხსენებული სასმელების გარდა, მის შემადგენლობაში ნაღები, ყავა, კვერცხი, თაფლი, ხილი და სიროფიც შედის.
კოქტეილ-დიჯესტივებს ჯგუფებად ყოფენ:
1) კოქტეილ-საუერი: ძირითადი კომპონენტი რომელიმე ციტრუსის წვენია. ეს კოქტეილი მომჟავოა. შეიკერში ამზადებენ. ჩხირით სვამენ. ჭიქის კედლებს ჯერ ლიმონის წვენით ან სიროფით ასველებენ, მერე კი შაქრის პუდრით ალამაზებენ. ბოლოს, კოქტეილში ფორთოხლის ცედრას ამატებენ. მომჟავო-მარილიანი საუერიც არსებობს. მისი მომზადებისას ჭიქაში ჯერ ყინულის ნატეხებს ყრიან, ზემოდან ნელ-ნელა სასმელებს ისე ამატებენ, რომ ყინული გაიჟღინთოს.
2) კოქტეილ-კობლერი: ყინულის ნატეხებს ღვინის, ვისკის, პიტნის სიროფისა და ლიმონის წვენს ასხამენ. სასმელსაც და ჭიქის კიდეებსაც ხილით ამკობენ.
3) კოქტეილ-ფლიპი: შამპანურის საგანგებო ჭიქით სვამენ. მასში კვერცხის გული, შაქარი და სპირტიანი სასმელები შედის. ყველაფერს თქვეფენ და ჭიქაში გადატანისთანავე მიირთმევენ, რომ ნაფიფქი არ გაუჩნდეს. 
4) ნაღებიანი, ძალიან გემრიელი კოქტილები. მათ ხანდახან თაფლს უმატებენ. სირჩაში ცხელ ყავას ასხამენ, შაქარსა და ირლანდიურ ვისკის უმატებენ და ზევიდან ათქვეფილ ნაღებს ადებენ;
5) ფენოვანი: მამლის კუდს ყველაზე მეტად წააგავს. სასმელების სხვადსხვა ფენა ერთმანეთში არ ირევა, მთავარია ერთმანეთზე ზუსტად დალაგდეს. ზოგჯერ თითოეულ ფენას საკუთარი ჩხირი აქვს.
გაითვალისწინეთ, კარგი კოქტეილის დასამზადებლად ბარში სხვადასხვა სასმელი და ხილის წვენი აუცილებლად უნდა გქონდეთ, რა თქმა უნდა, საჭირო მოწყობილობებთან და ჭურჭელთან ერთად.
მაგრამ ეს სხვა, კიდევ უფრო ფართო თემაა, ცალკე განხილვას მოითხოვს და ამიტომ მოგვიანებით  უფრო სწორედ შემდეგ ჩვენს სტატიებში  განვავრძობთ.

Мои статьи | ნანახია: 657 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 15.10.2012 | კომენტარი (0)

 

მოხიტო - ჰემინგუეის საყვარელი კოქტეილი თავისუფლების კუნძულიდან   
 
მას, ვისაც ნამდვილი კუბური რითმით სურს ცხოვრება, აუცილებლად მოუწევს "რუმბას" და "ჩა-ჩა-ჩას" ცეკვა და სიგარისა და მოხიტოს დაგემოვნება, რადგან ყველა მათგანი თავისუფლების კუნძულის განუყრელი და ექსკლუზიური სიმბოლოებია. 
"მოხიტო" ერნესტ ჰემინგუეის საყვარელი კოქტეილი იყო. მისთვის კოქტეილის განსაკუთრებულ ვერსიას Double Papa-ს ამზადებდნენ. ხოლო ფიდელ კასტრო მას ტკბილ ლიქიორთან ერთად მიირთმევს.
მსუბუქი, გამაგრილებელი კოქტეილი "მოხიტო" კუბაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა და მალე თავისუფლების კუნძულის ყველაზე პოპულარულ სასმელად იქცა. "მოხიტოს ბუმმა" ჯერ ამერიკის შეერთებული შტატები მოიცვა და ცოტა ხანში მთლიანად ევროპაც დაიპყრო.
დღეს "მოხიტო"-ს დაგემოვნება უკვე საქართველოშიც შეიძლება. კოქტეილს ხშირად  შევხვდებით თბილისის ყველაზე ელიტარულ კაფე-ბარებში და შეიძლება ითქვას, რომ თბილისელი მომხმარებლის ერთ-ერთი საყვარელი სასმელია. განსაკუთრებული პოპულარობით "მოხიტო" ქალბატონებში სარგებლობს.
სახელწოდება
საინტერესოა თავად სახელი "მოხიტოს" წარმოქმნის ისტორია. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, დასახელება მომდინარეობს ესპანური სიტყვა
"mosquito"-დან, რაც კოღოს ნიშნავს. აღნიშნული თეორიის მიმდევრები კოქტეილის მოქმედებას სწორედ ამ მწერის კბენას ადარებენ. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ "მოხიტო" სიტყვა "mojado"-ს სახეცვლილებაა და "სველს" ნიშნავს. ხოლო მესამე ვერსიის თანახმად, კოქტეილის სახელწოდება ესპანური "მოხო"-ს სოუსიდან მომდინარეობს და "მოხიტო" "პატარა მოხოს" ნიშნავს. 



უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი ლათინო-ამერიკელი მწერალი ფრაგოსო მარისოლი (Fragoso Marysol) თავის ნაწარმოებში კოქტეილს მოიხსენიებს მეტად რომანტიულ კონტექსტში: "მოხიტო ეს არის მშვენიერი ქალის ლამაზი სიტყვები და ალერსი, ეს არის სამი განუმეორებელი წუთი ცხოვრებისა, რომელიც არსებობს ზეცაში და საყვარლის ტუჩებზე, რომელიც გვანიჭებს უსაზღვრო სიამოვნებას"

მომზადების წესი

კლასიკური "მოხიტო" მზადდება "ბილდ"-ის მეთოდით: ჭიქაში ჩავყრით შაქარს, პიტნას, დავუმატებთ პატარა ზომის ლიმონის წვენს, რომელიც აუცილებლად ხელით იწურება, ლიმონის კანსაც ჭიქაში მოვათავსებთ, ჩავყრით ყინულს, ჩავასხამთ რომს და მოვურევთ. ამის შემდეგ კოქტეილში ცოტაოდენი გაზიანი წყალი უნდა ჩავასხათ და "საწრუპის" საშუალებით დავლიოთ. 

რომი ტრადიციული "მოხიტოს" ერთადერთი ალკოჰოლური კომპონენტია და ისიც აუცილებლად ანტილიის კუნძულებიდან უნდა იყოს. თუმცა ზოგიერთი მოყვარული კოქტეილს Havana
Club-თან, Bacardi-თან, Barbancourt-თან, იამაიკურ Captain Morgan-თან და ბარბადოსის Mount Gay-თან ერთად მიირთმევს.

არსებობს, ასევე, ცხელი "მოხიტოს" მომზადების წესი. ამ შემთხვევაში კოქტეილს ცოტაოდენ თაფლს ამატებენ.

დღეს მსოფლიოს რესტორნებსა და ბარებში შეხვდებით მარწყვის, ანანასის, ფორთოხლის და უალკოჰოლო "მოხიტოს" ნაირსახეობებს.

ბოლოს გაგაცნობთ ნამდვილი კუბური მოხიტოს მომზადების წესს. იმისთვის, რომ კოქტეილის ჭეშმარიტი გემო და თავისუფლების კუნძულის სურნელი შეიგრძნოთ, ის შემდეგნაირად უნდა დამზადდეს:
რომი Habana Club (ან Anejo)
½ ჩაის კოვზი შაქარი
1 ც. ლიმონის წვენი
3-4ც. ლიმონის ნაჭერი
5-6 პიტნის ფოთოლი
5-6 ც ყინულის კუბიკი



რაც შეეხება გაზიან წყალს, კუბელები გვირჩევენ თავი შევიკავოთ მისი გამოყენებისგან.  

Мои статьи | ნანახია: 720 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 15.10.2012 | კომენტარი (0)



ვისკი – ირლანდიური თუ შოტლანდიური?
 
მისი წარმოშობის ისტორიის დაწყებას სულ მცირე ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეს მიაწერენ. ამბობენ, რომ "მწვანე კუნძულზე” დისტილაციის მეთოდი თავად წმინდა პატრიკის ხელმძღვანელობით მისიონერმა ბერებმა ჩამოიტანეს იორდანიიდან, სადაც ეს ყველაფერი ჯვაროსნებისგან უსწავლიათ. თუ გავიხსენებთ იმასაც რომ St.Patrick-ი კონკრეტულად ირლანდიის მფარველია, ამ ვერსიას უპირობოდ და გაცხარებით არ ეთანხმებიან შოტლანდიელები და მუდამ აპროტესტებენ. მაგრამ შოტლანდიელების გულისგასახეთქად ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ლეგენდის გარდა ბოლო-ბოლო არსებობს ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ პირველი ლიცენზია რომელიც დისტილაციის უფლებას აძლევდა ღვინის საამქრო Old Bushmills-ს, ხოლო ეს საამქრო ირლანდიაში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი დათარიღებულია 1608 წლით, ვისკის შესახებ სკოტურ-კელტური მძაფრი კამათი დღემდე არ წყდება. საინტერესოა ამ პროდუქტის სახელწოდების წარმოშობაც, რომელსაც შოტლანდიელები ეძახიან whisky (უფრო ხშირად კი –"სკოჩს”), ხოლო ირლანდიელები ოდნავ განსხვავებით - whiskey-ს. ეს ყველაფერი კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რადგან ჩვენს წინაშეა პირველი, ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი იმისა, რომ შემდგომში უკვე ჭკვიანური გამომეტყველებით სახალხოდ მოვახდინოთ შოტლანდიური ვისკის გარჩევა ირლანდიურისგან, ან პირიქით. სხვათა შორის, მოგვიანებით უკვე კანადაში და იაპონიაში გამოსული ნაწარმის whisky-ად მოხსენიება დაიწყეს, ხოლო ვისკი რომელიც იწარმოება ამერიკაში ირლანდიულ სტილში, whiskey-ს უწოდებენ. თავად ტერმინს რაც შეეხება, აქაც როგორც ყოველთვის მონასტრის კედლებს ვერ ავცდებით. ზუსტად მონასტრები აღმოჩნდნენ ვისკის პირველი მწარმოებლები, რომელსაც ლათინურად "Aque vitae"-ს (სიცოცხლის წყალი) უწოდებდნენ და ძირითადად სამკურნალო მიზნებისთვის იყენებდნენ. სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ რომ ძველ შოტლანდიურ ენაზე "სიცოცხლის წყალი” ჟღერს როგორც "uisque baugh” და რომელმაც რამოდენიმე სახეცვლილების შემდეგ დაიმკვიდრა საბოლოო სახელი და უკვე ასე ნაცნობად ჟღერს – ვისკი. აი ამას კი უკვე ირლანდიელები აპროტესტებენ, რომლებიც სიცხარით არაფრით არ ჩამოუვარდებიან შოტლანდილებს და ისევ და ისევ წმინდა პატრიკის ლეგენდასთან ერთად აუცილებლად გაიხსენებენ ხოლმე თავიანთ თანამემამულე იენეს კოფის, რომელმაც 1830 წელს საბოლოოდ დახვეწა და დანერგა ვისკის ახალი ტიპის სახდელი, რომელიც მომავალში გახდება ყველა თანამედროვე სახდელების ანალოგი და რომელიც თავის მხრივ პირდაპირ სამრეწველო დონეზე დააყენებს ვისკის წარმოებას. ამაზე შოტლანდიელები პირქუშად უპასუხებენ, რომ კოფიმ მხოლოდ და მხოლოდ შოტლანდიელი რობერტ სტეინის გამოგონებული სახდელი აპარატი გააუმჯობესა. ამაზე კი ირლანდიელები დღემდე შემორჩენილ 1556 წლის საპარლამენტო აქტს აუფრიალებენ ცხირწინ, სადაც ვისკი ქრონოლოგიურად პირველად კონკრეტულად ირლანდიის კონტექსტშია მოხსენიებული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ შოტლანდიელებსაც აქვთ დოკუმენტი რომელიც კიდევ უფრო ადრე 1505 წლით არის დათარიღებული და სადაც ერთ საკმაოდ საინტერესო ფაქტს ამოვიკითხავთ – თურმე ასე ვთქვათ ვისკის წარმოების მონოპოლიური უფლება ქალაქ ედინბურგის მაშინდელ საბჭოს ქირურგების და დალაქების გილდიისთვის მიუცია. ეს ჯერ კიდევ ის ეპოქაა როდესაც მთელი შოტლანდია და არა მარტოდ დარწმუნებული იყო ვისკის სამედიცონო პოზიტიურ თვისებებში. სამაგიეროდ და ამის საპასიუხოდ ერთ ერთ ძველ ირლანდიურ ხელნაწერში საერთოდ შემდეგ წინადადებას ამოვიკითხავთ, რომელიც შეიძლება საკმაოდ არქაულადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ მედიცინაში ოდნავ გარკვეული ადამიანი ეგრევე მიხვდება თუ რაზეა საუბარი: "მისი ზომიერად გამოყენება ანელებს სხეულის დაბერებას, სხეულში ამაგრებს ახალგაზრდობას, შველის მელანქოლიას, ახარებს გულს, ამახვილებს გონებას, აბრუნებს ხალისს. ის ებრძვის თავბრუსხვევებს, შველის მხედველობას, მისი მადლიერი შედეგებია რომ გული არ ჩქარობს, თვალებს ჩინი არ აკლდებათ, კბილები არ კრაჭუნობენ, ენა არ იბმევა, სუნთქვა არ იკვრება, მუცელი არ ბუყბუყებს, ხელი არ კანკალებს, მცირდება კრუნჩხვები, ვენები არ შრება და ძვლები კი ახალგაზრულად უფრო მოქნილი ხდება” .თუ არ ვცდები აქ ჰიპორტონიულ და სხვადასხვა საკმაოდ ნაცნობ დაავადებებთან ერთად აქ პირდაპირ ნევროზის სამკურნალო საშუალებაზეც არის საუბარი. ირლანდიური უძველესი სამედიცინო ტრაქტატის საპასუხოდ კი შოტლანდიელებს შეუძლიათ კიდევ ააფრიალონ ერთი ძველი დოკუმენტი სადაც . . . მოდით აქ შევჩერდეთ რა. . . თორემ ეს მრავალსაუკუნოვანი კამათი არასოდეს არ დასრულდება და იქნება სანამ მანამ იარსებებს ეს ორი ქვეყანა. და იქნება ყოველთვის მუდმივი საკაცობრიო შეკითხვა – და ბოლოს და ბოლოს ვინ გამოიგონა ვისკი, რომელსაც პრინციპში ამ წუთას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარც აქვს. აი ჩვენ კი თუ ყველა ზემოთჩამოთვლილ ცნობებს და თარიღებს ასე თუ ისე დავიმახსოვრებთ და სათანადო ადგილას (ირლანდიაში ან შოტლანდიაში) ავტორიტეტული სახით განვაცხადებთ, ჩათვალეთ რომ ირლანდიელის ან შოტლანდიელის სახლში ერთ ერთი უძვრიფასესი სტუმარი გახდებით. მთავარია ვიყოთ ფრთხილნი და ფაქტები არ ავურიოთ ერთმანეთში. კელტების და სკოტების შთამომავლები როგორც უკვე მივხდით ვისკის მოყვარულები არიან და აქედან გამომდინარე სიფიცხეც არ აკლიათ. მაგრამ მაინც დგება ერთი დილემა – და როგორ დავლიო ვისკი? დამშვიდდით, მკაცრად განსაზღვრული წესები ვისკის სმას პირნციპში არც აქვს, მაგრამ იგივე ფილმებიდან გვახსოვს ვისკის დალევის ერთი სტილი - whisky on the rocks. "ვისკი ყინულით”, რომელსაც იგივე შოტლანდიაში არავინ იყენებს. შოტლანდიურ პაბში რომ შეუკვეთოთ ყინულიანი ვისკი, ბარმენ საკმაოდ ცივად გიპასუხებთ – "აქ არც ისე ცხელა მეგობარო”. მართალია, შოტლანდიაშია არ ცხელა და ვისკის ყინულით სმა ამერიკიდან არის შემოსული. თან აქ არამარტო ამერიკული თბილი კლიმატია დამნაშავე. ოკეანისგადაღმა ვისკები არც ისე სასიამოვნო დასალევია თუ რამეში არ გააზავე. რაც არანაირად არ ჭირდება ირლანდიულ (რომელსაც თავის "სინაზის” გამო საერთოდ გაზავებას არ საჭიროებს) და შოტლანდიურ ვისკებს. თუმცა შოტლანდიაში მაინმც არსებობს ეგრეთ წოდებული ვისკის სმის "ხუთი S”-ის წესი, რომელიც ძალიან მოკლედ ასე ჟღერს : Sight (აღტაცებით ყურება), Smell (არომატის ჩასუნთქვა), Swish (გემოს გასინჯვა), Swallow (პატარა ყლუპით დალევა) და ხანდახა Splash(წყლით გაზავება) მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ "ხუთი S”-ის წესს არასოდეს არ გამოვიყენებთ და ამ წუთში არც კი ვიცით როგორ და რისგან მზადდება ჩვენი დღევანდელი გმირი, წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც შეიძლება ჩვენ თავს უკვე ვისკის მინი-ექსპერტიც ვუწოდოთ და თავისუფალ დროს გარშემო მყოფი ადამიანები პერიოდულად გავაოცოთ ჩვენი იმ სისხარტით რითაც მარკეტებში ერთმანეთისგან გავარჩევთ ირლანდიულ და შოტლანდიურ ვისკებს.  

Мои статьи | ნანახია: 690 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 15.10.2012 | კომენტარი (0)



Scotch

ვისკის ისტორიულ სამშობლოს, რომელსაც დღეს ვიცნობთ, წარმოადგენს შოტლანდია. სწორედ შოტლანდიელები დაუღალავად იგონებენ ახალ ნარევებს (ბლენდ), რომლებიც არბილებენ სინგლე მალტ –ის ინტენსიურ გემოს. ვისკის ამ შერევას უნდა უმადლოდეს იგი საყოველთაო კომერციულ წარმატებას. ვისკის დამზადების ძირითადი რაიონები შოტლანდიაში არის -Highlands (ჰაილანდ), Speyside (სფეისაიდ) და Orkney Islands (ორკნეის კუნძულები) ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში, ასევე Lowlands (ლოულენდს) სამხრეთში, Campbeltown (ქემბელთაუნის) ნახევარკუნძული და Islay (აისლეის) კუნძული სამხრეთ-დასავლეთში. ვისკის სახეები, დამზადებული სხვადასხვა რაიონში განსხვავდება არომატით, ბუკეტით და გემოთი. არსებობს "სკოჩის” სამი ნაირსახეობა: blend (ბლენდ), pure malt (პიურ მელთ) და Single Malt (სინგლ მოლთ). კლასიკური შოტლანდიური ვისკი – ეს არის Single Malt , რაც ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც ერთალაოიანი ვისკი. როგორც წესი ასეთ ვისკის იგივე სახელწოდებაც აქვს, როგორიც ღვინის მწარმოებელ ქარხანას, სადაც იგი დამზადდა. Single Malt ყოველთვის მზადდება. ერთალაოიანი ვისკის დასამზადებელ მასალას წარმოადგენს ქერი. სხვა ელემენტები, რომლებიც ამ სასმელის გემოს განსაზღვრავენ  არის –ტორფი, წყალი და მუხის კასრები, სადაც დაძველების პროცესი მიმდინარეობს. 
ტორფი - ეს არის შოტლანდიის ნიადაგების ერთ-ერთი ძირითადი სახე, იგი შედგება ფოთლების ნარჩენებისგან, ხავსისგან და ზღვის ქაფისგან. მისი ფერი საერთოდ შავია ქვეყნის ჩრდილოეთით, ხოლო ყავისფერი სამხრეთით. ტორფი გამოიყენება დუღილისა და ქერის მარცვლების გასაშრობად. იგი ცუდად იწვის, გამოყოფს ბოლს, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს ერთალაოიანი ვისკის სუნზე და გემოზე. შოტლანდიური წყალი გამოირჩევა სისუფთავით და გამჭვირვალობით და წარმოადგენს არამინერალიზირებულ წყალს. 
მივყვეთ ერთალაოიანი ვისკის წარმოების პროცესს სქემის მიხედვით. ქერი მიეწოდება გამომხდელ ქარხანას. მას საგულდაგულოდ გადაარჩევენ, ასუფთავებენ და აშრობენ. ქერის მარცვლებს ასველებენ წყაროს წყალში, ფენებად აწყობენ, და ხშირად აბრუნებენ, ასეთი ფორმით 10 დღის განმავლობაში ეს მარცვლები ღვივდება. ამასთანავე სახამებელი, რომელიც შედის ქერის შემადგენლობაში, გარდაიქმნება შაქრად, რომელიც აუცილებელია დუღილისთვის, შემდეგ ქერს აშრობენ და ბოლავენ ტორფის გამოყენებით. ასე იღებენ ალაოს – ვისკის წარმოების საწყის კომპონენტს. გასუფთავებული და დაფქვილ ალაოს («grist») ურევენ ცხელ წყალს (65°С), იმისათვის რომ მიიღონ «wort» ტკბილ სითხეს. მას აციებენ და უმატებენ საფუარს, რომელიც ააქტიურებს დუღილის პროცესს. ამ პროცესის განმავლობაში, რომელიც 45-48 საათს გრძელდება, ტემპერატურა 35-37°С-ზე მაღალი ar უნდა იყოს, ვინაიდან ზედმეტად მაღალი ტემპერატურა ახდენს საფუარის პარალიზებას და დუღილი წყდება. დუღილის შედეგად მიიღება ლუდი, რომელსაც «Wash» - ს უწოდებენ, მისი სიძლიერე 5%-მდეა. «Wash» ექვემდებარება ორმაგ დისტილაციას «pot still»- ის ორი აპარატის მეშვეობით, რომელიც კეთდება სპილენძისგან და აქვს რეტორტის დამახასიათებელი ფორმა. დისტილაციის შედეგად პირველ აპარატში, რომელსაც «wash still» ეწოდება და მოცულობით 7-დან 23 ათასამდე ლიტრისაა, მიიღება სითხე, რომელსაც «low wines» ეწოდება, მისი სიძლიერე 25-30%-ია. იგი გადადის მეორე აპარატში - «spirits still» -ში, რომლის მოცულობა 6-დან 21 ათას ლიტრამდეა და დისტილირდება მასში კიდევ ერთხელ. გამოხდის საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს 65-70% სიმაგრის ვისკი. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მეორედ გამოხდის დროს აცალკევებენ "თავებს” და "კუდებს”, ანუ დისტილატის იმ ნაწილს, რომელიც გამოხდის საწყის და ბოლო ეტაპზე გამოდის, და ინარჩუნებს სასმელის მხოლოდ "გულს”, რომელიც ინარჩუნებს ყველაზე დახვეწილ, მდიდრულ არომატებს. დარჩენილი "თავები” და "კუდები” ემატება «low wines»-ს და კვლავ უშვებენ გამოსახდელად. გამოსახდელი აპარატების ფორმა დიდ გავლენას ახდენს ვისკის საბოლოო გემოზე. და ვისკის მწარმოებლები ისევე როგორც კონიაკის მწარმოებლები, ეძებენ გამოსახდელი კუბის იდეალურ ფორმულას – ჯადოსნურ პროპორციას მის მოცულობას, ფართობსა და დისტილაციის ტემპერატურას შორის. საინტერესოა, რომ ყველა გამოსახდელ ქარხანას აქვს საკუთარი ფორმის და მოცულობის «pot still». ითვლება, რომ მაღალი და წვრილი გამოსახდელი აპარატები ვისკის უფრო მსუბუქ და დახვეწილ გემოს აძლევს, ვიდრე პატარა და ფართო «pot still». ძველი, გაცვეთილი აპარატები, ზუსტად იღებენ მათ ფორმას, რათა შეინარჩუნონ დასამზადებელი ვისკის გემო. გამოხდის დასრულების შემდეგ ვისკში ამატებენ წყაროს წყალს, რომელიც ამცირებს მის სიმაგრეს 50–55%-მდე. ამის შემდეგ იგი ვარგდება ამერიკულ მუხის კასრებში, რომლებშიც ადრე ბურბონი ინახებოდა, ან თუ საქმე ეხება ვისკის განსაკუთრებით ელიტარულ სახეობას გამოიყენება კასრები ესპანეთიდან, სადაც ინახებოდა ხერესი. დაუვარგებელი ვისკი შეიცავს თავის ბუკეტში ათასზე მეტ სხვადასხვა შემადგენელს, მაგრამ ყველა მათგანი არ არის აუცილებელი საჭირო გემოს მისაღებად. და სწორედ დავარგება(დაძველება), რომლის დროსაც აორთქვლის პროცესი გამოყოფს საჭირო კომპონენტებს არასაჭიროსგან, ეხმარება ვისკის შეიძინოს თავისი დახვეწილი გემო. ასევე დაძველების პროცესში ხდება ალკოჰოლის, ე.წ. "ანგელოზების ხვედრის”, აორთქლება, რომლის შედეგადაც ვისკი კარგავს თავის სიძლიერეს 40%-მდე. დავარგება(დაძველება) შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, იგი უნდა მოიცავდეს არანაკლებ 3 წელს, თუმცა მისი ოპტიმალური ვადაა 3-დან 25 წლამდე, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ერთალაოიანი ვისკი 25 ან 50 წლის დაძველებით. Pure Malt (სუფთაალაოიანი ვისკი), ანუ სუფთაალაოიანი ვისკი წარმოადგენს სხვადასხვა სახის single malt-ის ნარევს, რომელიც იწარმოება გამოსახდელ ქარხნებში. ვისკის ეს სახეობა მზადდება იმისათვის, რომ მოხდეს ზოგიერთი single malt-ის საკმაოდ მკვეთრი გემოს დარბილება, ერთალაოიანი ვისკის დამატებით, რაც ასევე ზრდის სხვადასხვა არომატებს. აღსანიშნავია, რომ single malt –ს შეიძლება ასევე ეწოდოს vatted malt (ვეთდ მალთ). 
დისტილაცია – ეს არის მეცნიერება, ხოლო შერევა – ხელოვნება”- ამბობდა ერთ-ერთი უმსხვილესი ალკოჰოლური ფირმის დამაარსებელი. 1831 წელს ირლანდიელმა აენას კოფეიმ შექმნა მუდმივი დისტილაციის აპარატი, რომელსაც «coffey still» ან «patent still», ეწოდა, რომელიც 15-20-ჯერ სწრაფად იძლეოდა გამოხდის პროცესის განხორციელების და უფრო მსუბუქი მერცვლოვანი ვისკის მიღების საშუალებას, ვიდრე «pot still» და single malt. მისი გამოგონება გამოიყენა ენდრიუ იუშერმა და 1860 წელს, ალაოს და მარცვლოვანი ვისკის შერევით დაამზადა პირველი blend. დღევანდელ დღეს სწორედ შერეული ვისკი სარგებლობს დიდი პოპულარობით მთელს მსოფლიოში. სინამდვილეში single malt-ს აქვს დამახასიათებელი საკმაოდ ძლიერი გემო, რომელსაც კარგად უნდა იცნობდე, რომ შეძლო მისი შეფასება, ამიტომ blend ვისკი, რომელსაც უფრო ნეიტრალური გემო აქვს, მოსწონს ხალხის უმრავლესობას. blend – ეს არის 15-დან 40-მდე სხვადსხვა single malt-ების და 2 ან 3 ჯიშის მარცვლოვანი ვისკის შერევის შედეგი, ამასთან single malt წარმოადგენს ნარევის საერთო მოცულობის 20-40%-ს. მარცვლოვანი ვისკის წარმოებისას გამოყენებული მარცვლები ეს არის ძირითადად ხორბალი და სიმინდი, რომლებიც არ ექვემდებარებიან დუღილს და იბოლებიან ტორფის გამოყენებით. მათ ხარშავენ წნევის ქვეშ, რათა მარცვლებში შემავალი სახამებელი შაქრად გადაიქცეს, ხოლო შემდეგ შესაძლებელია მათი ადუღებულ ალაოსთან შერევა. მარცვლოვანი ვისკი ექვემდებარება მუდმივ დისტილაციას გამოსახდელი აპარატის «coffey» -ის გამოყენებით და როგორც წესი იგი ნაკლებად დაძველებულია. რატომ გამოიყენება შოტლანდიური ვისკის წარმოებაში ალაო ყველაზე ხშირად? ეს აიხსნება იმით, რომ ეს მარცვალი შეიცავს ბევრ სახამებელს. გარდა ამისა, სხვადასხვა მარცვლოვანი კულტურები აძლევს ვისკის სხვადასხვა არომატებს. ასე რომ ალაოსგან გაკეთებულ ვისკის აქვს უფრო მშრალი გემო, სიმინდი აძლევს უფო რბილ გემოს, ხოლო ჭვავი – მომწაროს.
შერევის ოსტატის წინაშე ერთალაოიანი და მარცვლოვანი ვისკის შერევის ურთულესი ამოცანა დგას, რათა შეიქმნას უნიკალური blend-ი. ამ საქმეში ოსტატი ძირითად იარაღს წარმოადგენს მისი ცხვირი, ტიტის ფორმის ჭიქა და ცოტა წყალი, რომელსაც ამატებენ ჭიქაში და რომელიც ხსნის ვისკის არომატებს. შოტლანდიაში წარმოებული ვისკის მთელი ნაირსახეობიდან შერევის ოსტატმა უნდა შეარჩიოს ის ჯიშები, რომლებიც შევა ნარევში, ასევე განსაზღვროს თითოეულის ასაკი. ამიტომ ოსტატის მუშაობისათვის საჭიროა ვისკის დიდი მონაცემთა ბაზა, რომელიც დაეხმარება მას შექმნას უფრო ჰარმონიული არომატები. ოსტატმა უნდა დასუნოს თითოეული ამორჩეული ვისკი, შეამოწმოს მისი ხარისხის შესაბამისობა დისტილაციის შემდეგ და მისი დაძველებისას მუხის კასრებში. არსებობს შერევის ორი მეთოდი: 1. ერთალაოიანი და მარცვლოვანი ვისკის ჯიშების სხვადასხვა პროპორციები ირევა სპეციალურ ჭურჭელში, სადაც ძველდება 24 საათის განმავლობაში. შემდეგ ამ მასას ასხამენ კასრებში და რამდენიმე კვირის შემდეგ ხდება ბოთლებში ჩამოსხმა. ასეთი ფორმით მიიღება იაფფასიანი ვისკი. 2. ირჩევა ერთალაოიანი ვისკის სხვადასხვა სახეობა, შემდეგ სპეციალურ ჭურჭელში ირევა მარცვლოვან ვისკისთან. ამ ნარევის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინახავენ 6-8 თვის განმავლობაში მუხის კასრებში. ამ პერიოდს ეწოდება "ქორწილი”. ასეთი სახით ამზადებენ ძვირადღირებულ მაღალხარისხოვან ვისკის. არ დაგავიწყდეთ, რომ თუ blend – ის ბოთლზე მითითებულია მისი დაძველების ვადა, იგი განეკუთვნება ყველაზე ახალგაზრდა ვისკის ასაკს, რომელიც შედის ნარევში. თუ ნარევში ძველი single malt-ების წილი დიდია, მაშინ ვისკის სახელწოდებაში არის სიტყვა «De Luxe».
Мои статьи | ნანახია: 792 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 15.10.2012 | კომენტარი (0)


AGWA

AGWA-ეს არის მსოფლიოში პირველი ფსიქოაქტიური ლიქიორი, რომელიც Paullinia cupana-ს (მცენარე, რომელიც ველურად იზრდება ბრაზილიასა და ვენესუელაში), Panax Ginseng-სა (მრავალწლოვანი მცენარე) და ბოლივიური კოკის (ეს არის მცენარე, ცხოვრებისეული ძალების ბუნებრივი წყარო) ექსტრაქტს შეიცავს. 
ამ სასმელის რეცეპტის შემმუშავებელთათვის შემოქმედებით იმპულსად იქცა დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიის, Paullinia cupana-სა და ბოლივიური კოკის გამოყენების სამხრეთ ამერიკელ ინდიელთა მისტიკური რეცეპტი. აღსანიშნავია, რომ Panax Ginseng ცნობილია, როგორც არაჩვეულებრივი ენერგეტიკული საშუალება, რომლის უნიკალური მახასიათებლებიც გამოყენებული იქნა ამ სასმელში. 
AGWA არ არის მხოლოდ ახალი ლიქიორი,არამედ არის ალკოჰოლური სასმელების ახალი ტრადიცია,რომლის სიახლეც თავის თავში უძველეს მისტერიებს აერთიანებს.
 AGWA-ს გამოყენების რიტუალმა ნამდვილი ფურორი მოახდინა მთელი მსოფლიოს საკლუბო კულტურაში.სასმელის წარმატება მართლაც სოლიდურია. 
რეალურად, AGWA სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს. ეს ლიქიორი აძლიერებს ფიზიკურ აქტივობას,ამაღლებს გონებრივ შესაძლებლობებს.მისი დალევა აბსოლუტურად სხვა შეგრძნებებს განგაცდევინებთ,რომელიც დანარჩენი სპირტიანი სასმელებისგან განსხვავდება. ამის მიუხედავად,უნდა იცოდეთ,რომ არ არის სასურველი ერთი საღამოს განმავლობაში სამზე მეტი ჭიქა  AGWA მიიღოთ. ამ რეკომენდაციის დაცვა შეგაძლებინებთ მაქსიმალურად ისიამოვნოთ აღნიშნული სასმელით. 
AGWA-ბოლივიური კოკის ფურცლები!
4000 წლის წინ, ბოლივიის აბორიგენ მოსახლეობას შორის ამ ფურცლებს სხვადასხვა რიტუალის შესასრულებლად იყენებდნენ. ჩვენს დროში, ფერმერები და მეშახტეები ამ ფურცლების ჩაის მიირთმევენ, ან ხშირად ღეჭავენ. კონკრეტულად, ბოლივიელისთვის, ამ ფურცლების მნიშვნელობა დილის ყავას უტოლდება. მისი ეფექტი კოფეინის ზემოქმედებას ან მსუბუქ თამბაქოს შეიძლება შევადაროთ. თუმცა მთავარი ეს როდია, კოკა-ეს არის ცხოვრებისუელი ძალების ბუნებრივი წყარო, რომელიც ზრდის ორგანიზმის ენერგიასა და ბრძოლისუნარიანობას. გარდა ამისა, ის შეიცავს ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანულ ნივთიერებებს: 100 გრამი კოკა დღეში მთლიანად აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას კალცზე, რკინაზე, ვიტამინებზე A და B. 
ჯანდაცვის მსოფლიო ასოციაციის დაკვირვებით, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული მცენარით, არ შეინიშნება დამოკიდებულების გაჩენა ან გონების დაბინდვა. კოკა არ წარმოადგენს კოკაინის მთავარ ინგრედიენტს. 
AGWA-ს ისტორია დაკავშირებულია ინკებთან, რომლებიც Machu Pichu-ს მთებში ცხოვრობდნენ. 
სასმელის შემადგენლობაში ასევე შედის Paullinia cupana და Panax Ginseng. 
AGWA- Paullinia cupana 
Paullinia cupana უნიკალური მცენარეა, რომელსაც საუცხოო თვისებები გააჩნია. ბრძენმა ინდიელებმა კარგად იცოდნენ მისი ზემოქმედების შესახებ. ის ახდენს ნერვული სისტემის სტიმულირებას, ხელს აძლევს დამაკმაყოფილებელ ემოციონალურ მდგომარეობას, ასევე ასტიმულირებს ადრენალინის გამოყოფას. სამხრეთამერიკელი ინდიელები მცენარეს ახმობენ, შემდეგ მას წყალსა და ფქვილში ურევენ პასტის კონსისტენციამდე. მოგვიანებით, მიღებულ მასას ისევ აშრობენ და ტკბილ წყალში მოხარშვის დროს მისგან 5% კოკაინს გამოდევნიან. პარალელურად, კოფეინის ზემოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს გაღიზიანება, ნერვიულობა და შფოთვა, ასევე  თავის  ტკივილი და უძილობა. კოფეინის ზემოქმედება სწრაფად იგრძნობა. 100 გრამი კოფეინის მიღების შემთხვევაში, ის ზემოქმედებას 10 წუთში დაიწყებს და თავის პიკს ერთი საათის განმავლობაში მიაღწევს. 
AGWA-Panax Ginseng
აღმოსავლეთში მცხოვრებნი მას სიყვარულისა და ნაყოფიერების მაგიურ მცენარედ მიიჩნევენ, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბევრი ბიოლოგიური პროცესის სტაბილიზაციას ახდენს. ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს და ხელს აძლევს სულიერი და ფიზიკური ჰარმონიის მიღწევას. სწორედ ამიტომ  Panax Ginseng-ს "სიცოცხლის ფესვს" უწოდებენ. მცენარის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება, თუმცა არსებობს მისი ამერიკული ნაირსახეობა, რომელიც ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით იზრდება და ჩინურ ანალოგს არაფრით ჩამოუვარდება. Panax Ginseng-ს ტკბილი გემო და არომატი აქვს. იგი აუმჯობესებს მეხსიერებას, ამახვილებს კონცენტრაციას, ამცირებს ფიზიკურ და სულიერ გადაღლას, ახდებს იმუნური სისტემის აქტივიზაციას, ამსუბუქებს სტრესულ მდგომარეობასა და ა.შ.

Мои статьи | ნანახია: 701 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 14.10.2012 | კომენტარი (1)



                                                              Absolut vodka

 ...თავდაპირველად დიზაინერული აზროვნება ტრიალებდა ამ მარკის ტერიტორიალური მიკუთვნებისკენ. მათ სურდათ, რომ ახალ არაყს ჰქონოდა მკვეთრად გამოკვეთილი შვედური იმიჯი; მაგალითად, ”ნათელი შვედური არყის” კონცეპცია ვიკინგებიანი ეტიკეტით ან ”საიმპერატორო კარის არყის” იდეა. ყველაფერთან ერთად ქაღალდში გახვეული ბოთლის იდეაც იყო შემოთავაზებული. მაგრამ ამ იდეებს არ იზიარებდნენ კომპანიის მიერ მიწვეული ამერიკელი ექსპერტები – მათი ხედვით ახალ არაყს უფრო მკაცრი, თანამედროვე იმიჯი უნდა ჰქონოდა; ბოთლი მაღაზიის ვიტრინებში ადვილად შესამჩნევი და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო. თუმცა ისინი მაინც იზიარებდნენ იმ აზრს, რომ სარეკლამო კამპანიაში რაიმე სამეფო ელემენტების შეტანა ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა ამერიკელების და შვედების დავა, ისინი ვერანაირად ვერ თანხმდებოდნენ ერთიან კონცეპციაზე… მაგრამ ამ გაურკვევლობას ბოლო აბსოლუტურად შემთხვევით დაბადებულმა იდეამ მოუღო. ეს მოხდა მაშინ, როდესაც საბოლოოდ შეირჩა ტარა არყისათვის. ლეგენდის თანახმად, რეკლამის სპეციალისტმა გიუნერ ბრომანმა სტოკჰოლმის ერთ-ერთი პატარა მაღაზიის ვიტრინაში შენიშნა ანტიკვარული პატარა სამედიცინო ბოთლი და იგი მაშინვე მოიხიბლა მისი ერთდროულად მარტივი და ელეგანტური სტილით. ბოთლი პირველივე შეხედვისთანავე გეუბნებოდა, რომ იგი აშკარად სკანდინავიური კულტურის ნაწილი იყო; მისი ფორმა კი საკმაოდ მომგებიანად გამოირჩეოდა მაშინდელ ბაზარზე არსებული კონკურენტებისაგან. ამ არჩევანის გაკეთებას აგრეთვე იმანაც უბიძგა, რომ XVI-XVII საუკუნეებში არაყი მხოლოდ აფთიაქებში იყიდებოდა, რადგანაც იმ პერიოდში არყით თითქმის ყველა დაავადებას კურნავდნენ. ბოთლის საბოლოო დამუშავება რამოდენიმე სკანდინავიელ დიზაინერს დაევალა. ჩანაფიქრის მიხედვით სასურველი იყო, თუ თავად ტარაზე ეტიკეტი არ იქნებოდა, რადგანაც მას არ დაეფარა კრისტალურად სუფთა ელემენტები. და აი, გრძელვადიანი დისკუსიებისა და ვარიანტების შერჩევის შედეგად ჩამოისხა ”აბსოლუტის” პირველი ტარა – აბსოლუტურად გამჭვირვალე ბოთლი მასზე ამოტვიფრული ლურჯი ფერის წარწერით. ლურჯი სპეციალურად შეირჩა, როგორც ყველაზე სუფთა და მიმზიდველი ფერი გამჭვირვალე ბოთლთან კომბინაციაში. ეს ფერი დღემდე Absolut-ის ლოგოტიპშია. მოკლედ, შვედური არყის მწარმოებლებს უკვე ჰქონდათ პროდუქტი და შეფუთვა, მათ მხოლოდ სახელის მოფიქრებაღა სჭირდებოდათ. თავდაპირველად იდეაში იყო დასახელება ”Absolute Rent Branvin” (აბსოლლიტურად სუფთა არაყი), მაგრამ ეს დასახელება აშშ-ში რეგისტრაციას ვერ გაივლიდა, რადგანაც ”აბსოლუტი” საერთო მოხმარების ზედსართავი სახელი იყო, რაც კანონმდებლობის თანახმად სავაჭრო მარკა ვერ იქნებოდა. ამიტომაც, პრობლემების თავიდან ასაცილებლად სიტყვიდან ”absolute” გაქრა ბოლო ასო ”e”. ამ გონებამახვილურმა მიგნებამ კი ბრენდს რაღაც მცირე შვედური კოლორიტიც შესძინა. სარეკლამო კონცეპციის ავტორი გახლავთ გეოფ ჰეისი, ამერიკული სააგენტო TBWA-ს არტ-დირექტორი, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება ”აბსოლუტის” ამერიკული კამპანიის მოფიქრების შესახებ. აქ კი უკვე სარეკლამო იდეის დაბადების შესახებ ერთი წყარო აღარ არსებობს. ერთი ლეგენდის თანახმად ეს იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც გეოფი სააბაზანოში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. მეორე, სიმართლესთან უფრო ახლოს მყოფი ვერსია კი უფრო ადამიანურ ფაქტორს უსმევს ხაზს: ერთ საღამოს გეოფი სახლში დარჩა და ესკიზების ხატვას მიჰყო ხელი. იგი ცდილობდა, რომ მის წარმოსახვაში სუფთა, მარტივი სიმბოლოები მოსულიყო, მაგრამ ყველა მცდელობა წარუმატებლად ეჩვენებოდა და არცერთი ვარიანტით არ იყო კმაყოფილი. სასოწარკვეთილმა დირექტორმა მზერა ცას მიაპყრო და უცებ სახე გაუნათდა – მეორე დღეს იგი ესკიზებს უკვე კომპანიის წარმომადგენლებს აცნობდა.    სტატიის გაგრძელება http://alcostory.ucoz.com/publ/absolut_vodka/1-1-0-1 

Мои статьи | ნანახია: 786 | დაამატა: adrenalin77 | თარიღი: 14.10.2012 | კომენტარი (0)

1-10 11-20 21-30 31-37
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
...
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 5
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0